რა არის ქრონიკული სტრესი?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ქრონიკული სტრესი არის სტრესის ხანგრძლივი და მუდმივი განცდა, რომელსაც შეუძლია, უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით: დაძაბული პირადი ცხოვრებით, სტრესული სამუშაო გარემოთი ან სხვა ტრავმული გამოცდილებით.

ქრონიკული სტრესის დროს სხეული სტრესორებს განიცდის ისეთი სიხშირითა და ინტენსივობით, რომ ნერვულ სისტემა ვეღარ ააქტიურებს საპასუხო რეაქციას, რელაქსაციური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, სხეული ფიზიოლოგიური აღგზნების მუდმივ მდგომარეობაშია, რაც გავლენას ახდენს პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემაზე, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით. ყოველდღიურ ცხოვრებაში პეროდულ სტრესთან გამკლავება მეტ-ნაკლებად ყველას შეუძლია, თუმცა ხანგრძლივად დაძაბულობის ატანა ძალიან რთულია. იმისათვის, რომ დავიწყოთ ქრონიკული სტრესის მართვა და გავიაზროთ, როგორ მოქმედებს იგი მთელ სხეულზე,  მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა იწვევს ამგვარ გამოვლინებას.

 

 

                       

 

 

სიმპტომები

ქრონიკული სტრესი მოქმედებს როგორც გონებაზე, ასევე სხეულზე, შესაბამისად,  სიმპტომები ორივეგვარია, ეს ყოველივე კი ზოგჯერ იმდენად სერიოზულია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის ნორმალურად ფუნქციონირებასუშლის ხელს.

ქრონიკული სტრესის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

 

 

 

 

როგორ ამოვიცნოთ ქრონიკული სტრესი?

ბოლო ხანებში ქრონიკული სტრესი იმდენად ჩვეულებრივი რამ გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, თანაც უმეტესად დიდი ხნის განმავლობაში არ გვტოვებს ხოლმე, რომ ბევრი ადამიანი ეჩვევა კიდეც ამ დისკომფორტს, ამიტომ ხშირად მარტივი არაა დროულად ამოიცნო დაავადება.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

 

 

მიზეზები

დღევანდელ სამყაროში აქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უამრავ ჩვენგან აწუხებს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სტრესი: განქორწინება, უთანხმოება კოლეგებთან ან ოჯახის წევრებთან, დროის სიმცირის პრობლემა ა.შ. სხეული „აფასებს“ საფრთხეს და „გვიგზავნის“ განგაშის ნიშანს ქრონიკული სტრესის სახით. როგორ ვიქცევით, როცა შემთხვევით ცხელ ფინჯანს მოვკიდებთ ხელს? მაშინვე უკან ვიხევთ და ვშორდებით საფრთხეს. ქრონიკული სტრესით გამოწვეული ფიზიკური და ემოციური შეფერხებებიც ორგანიზმის სწორედ ამგვარი დამცველობითი რეაგირებაა.

კვლევების თანახმად, ექიმთან პირველად მიმართვის 60-80%-ის შემთხვევაში მიზეზი სტრესთან დაკავშირეული პრობლემა იყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ემოციების მართვის ტექნიკის შესწავლა, რათა თავი დავიცვათ მძიმე უარყოფითი გავლენებისგან.

 

 

ქრონიკული სტრესის სახეები

ქრონიკული სტრესის გამოწვევის უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა მეცნიერები ძირითადად ოთხ შემთხვევას გამოყოფენ:

 

 

 

მუდმივი წუხილი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის სხეულზე. ასეთ დროს შეიძლება თქვენთვის არც ისე სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღოთ, მაგალითად, იკვებოთ არაჯანსაღად, უარი თქვათ ადრე დაძინებაზე ან ზედმეტად გადაიტვირთოთ თავი სამსახურში. თუ ოჯახის რომელიმე წევრი მძიმე ავადმყოფობას ებრძვის ან ფინანსური პრობლემების გამო გადასახადებს ვეღარ აუდიხართ, სტრესი ერთ წელზე მეტხანსაც კი გრძელდება. ხშირია სამუშაო გარემოსგან გამოწვეული დაძაბულობაც, არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი ზედმეტად შესრულებული საქმისთვის ანაზღაურებას არ იხდის, თუმცა მომუშავე სხვადასხვა მიზეზთა გამო იძულებულია არც ისე სასიამოვნო პირობებს დასთანხმდეს. სხეულის მუდმივი მღელვარება და უწყვეტი სტრესი ჯანმრთელობის ისეთ სერიოზულ პრობლემას იწვევს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

 

 

მძიმე დარტყმა ორგანიზმზე

იმის გამო, რომ ქრონიკული სტრესი ხანგრძლივად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, იგი სერიოზული უარყოფითი გავლენის გამომწვევია. მნიშვნელოვანია დროულად მიმართვა შესაბამის სპეციალისტთან, რადგან მკურნალობისგან თავის არიდება ძალიან სარისკოა. ამ პროცესში გადამწყვეტია პაციენტის აქტიური ჩართულობაც, რადგან სტრესის შემცირებას ხელს უწყობს დასვენება და მშვიდი გარემო.

ზოგიერთი ჩივილი:

 

 

მკურნალობა

თუ ქრონიკული სტრესი გიქვეითებთ ნორმალურად ფუნქციონირების უნარს, პროფესიონალის დახმარებით შეძლებთ, გაუმკლავდეთ გამოწვევებს და იპოვოთ სტრესის  შემცირების შესაძლებლობანი.

პაციენტის ჩართულობა

ქრონიკული სტრესის დროს მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე აღიაროთ პრობლემა. სტრესის მართვის ტექნიკის გამოყენების დროს გადამწყვეტია პაციენტის აქტიური ჩართულობა.

თერაპიების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში იგრძნობთ შვებას, რითაც თავიდან აიცილებთ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებას. საკუთარ პრობლემებში გათვითცნობიერების შემდეგ უკეთესად შეძლებთ უფრო სერიოზული შფოთვების დამარცხებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში, მედიტაცია, დასვენება - ხელს უწყობს სტრესისადმი გამძლეობას. მავნე ჩვევების ჩანაცვლებით თავს იცავთ უარყოფითი ემოციებისგან ისე, რომ შეიძლება ვერც გააცნობიეროთ, თუ როგორი დაძაბული ხართ.

დაძაბულობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა დაგეხმარებათ, დიდი ნაბიჯი გადადგათ სტრესული სიტუაციების შესამცირებლად. ძალიან მნიშვნელოვანია გაანალიზოთ თქვენი ძალა მკურნალობის პროცესში.