პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე: "ექიმის გარდაცვალებას ვაქცინაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს"


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

„მედკაპიტალის“ ოჯახის ექიმის, ლალი ჯავახიშვილის გარდაცვალების მიზეზი გულ-ფილტვის უკმარისობა გახდა.

 

ჩაფიძის კლინიკის პროფესორის, პულმონოლოგ თამაზ მაღლაკელიძის განცხადებით, ექიმის გარდაცვალებას ვაქცინაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ლალი ჯავახიშვილმა, "ასტრაზენეკას" ვაქცინა, ორი კვირის წინ გაიკეთა.

 

"პაციენტს ჰქონდა ქრონიკული სუნთქვის უკმარისობა, იყო ჟანგბადდამოკიდებული და სახლში ჟანგბადის კონცენტრატორი ჰქონდა. პაციენტი ხშირად ავადმყოფობდა და სამი თვის წინაც იწვა ჩაფიძის კლნიკაში.", - თამაზ ჯავახიშვილი.

 

პაციენტი თავიდან ინტენსიურ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ საბოლოოდ მდგომარეობა დამძიმდა და 4-დღიანი მკურნალობის შემდეგ, 30 მარტს საღამოს ექიმი გარდაიცვალა.