პირველი B2B დღეები სამედიცინო ტურიზმის სფეროში, ბათუმი 9-10 დეკემბერი
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
9-10 დეკემბერს ქ. ბათუმში სამედიცინო ტურიზმის პირველი საერთაშორისო B2B (Business to Business) დღეები ტარდება, რომლის მიზანიც საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა ქართული კლინიკების აქტიური ჩართულობით.
B2B დღეები სამედიცინო ტურიზმის სერვისების შემსყიდველებისა და მიმწოდებლების შეხვედრების უნიკალური ფორმატია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს მისცემს შესაძლებლობას შეხვდნენ სამედიცინო მომსახურების სფეროში მომუშავე უცხოურ შემსყიდველებს (სამედიცინო ტურიზმზე მომუშავე ტურისტული სააგენტოები, ასისტანს კომპანიები, სადაზღვევოები და ა.შ). ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრების ეს ფორმატი საუკეთესო პლატფორმაა სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება სფეროს წამყვანი დაწესებულებები და ხელმძღვანელები. სამედიცინო სერვისების შემსყიდველები წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვყნებიდან მათ შორის რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ირანი, არაბეთი, იტალია და ა.შ. 2 დღის განმავლობაში ჩატარდება 1000 მდე შეხვედრა, 30 შემსყიდველსა (სტუმრები უცხოეთიდან) და 30 სერვისის მიმწოდებელს შორის (წარმოდგენილი ქართული კლინიკები).
ღონისძიების ორგანიზატორების აზრით ეს ამ ფორმიტის შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობაა რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგას და საქართველო მოინიშნოს ამიერკავკასიაში სამედიცინო ტურიზმის სფეროში საინტერესო ქვეყნის სტატუსით ვინაიდან საქართველოში გარკვეული კლინიკები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ რომ უცხოეელ პაციენტს გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
B2B დღეების ჩატარების თარიღია 2017 წლის 9-10 დეკემბერი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: info@tsamali.ge