პირველად საქართველოში კონსულტაცია 3 განზომილებაში
პირველად საქართველოში, კლინიკა “მედი”-ში კონსულტაციის გავლა 3დ განზომილებაშია შესაძლებელი.
როგორც მედიში აღნიშავენ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა პაციენტები კლინიკაში კონკრეტული ფოტოებით მიდიან და უნდათ ზუსტად ისეთივე ცხვირის გაკეთება, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს აქვს.
ადრე მოდელირება მხოლოდ პროფილში კეთდებოდა, რაც დამეთანხმებით და, ცოტა ძნელია აღსაქმელად. რთული გაიგო გიხდება თუ არა შენი შერჩეული ცხვირი, როდესაც ვერ ხედავ სრულ სურათს.
“ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა კლინიკა მედიში დანერგილი პროგრამით პაციენტებს ყველა მხრიდან ვანახოთ თავიანთი სახე. ეს პროგრამა გვეხმარება, როგორც ექიმებს ასევე პაციენტებს საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში. გარდა ამისა, 3დ მოდელირება განსაკუთრებით ეფექტურია მკერდის გადიდების შემთხვევაში. ადრე თუ პაციენტი ბრმად იღებდა გადაწყვეტილებას, როგორი მკერდი მოუხდებოდა მას და ისე ვარჩევდით იმპლანს, ახლა უკვე შეუძლია კომპიუტერში 3დ პროგრამის მეშვეობით აარჩიოს შესაბამისი იმპლანტი და უკვე ოპერაციამდე ნახოს როგორი მკერდი ექნება მას” - პლასტიკური ქირურგი ვახტანგ პეტრიაშვილი.
კლინიკა მედი საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში. კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია, სარეაბილიტაციო ცენტრი (სპა და ფიტნესი).