პირველად ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიები დაინერგება

"პირველადი ჯანდაცვის განვითარება მნიშვნელოვანია და სამინისტრო როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მოცვის გაუმჯობესებისთვის, ინტენსიურად მუშაობს. ასევე, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები პირველად ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის." - თამარ გაბუნია

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ - თამარ გაბუნიამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან - ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებთან შეხვდრისას ისაუბრა. 

მინისტრის მოადგილემ სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სოფლის ექიმის პროგრამაში მიმდინარე სიახლეები გააცნო. მანვე ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის მართვის გაუმჯობესებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სრულად ამოქმედების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა