პეტიცია მოთხოვნით - #რეანომობილირაჭას
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
რაჭის მოსახლეობამ, რენომობილების დამატების მოთხოვნით, პეტიციების შეგრობე დაიწყო.
როგორც მოგეხსენებათ, არც ზემო და არც ქვემო რაჭას, ონს, ამბროლაურს, ცაგერსაც კი არ ჰყავს რეანიმობილი, რის გამოც პრობლემები ექმნებათ, და უკვე არა ერთხელ შეექმნიათ, იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს.
პეტიციის ავტორის მიერ გამოქვეყნებული განცხადება:
"რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, კერძოდ, ამბროლაურის და ონის მინიციპალიტეტის საავადმყოფოს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება (და არა ერთხელ უკვე შეექმნია) ადამიანის სიცოცხლეს. რადგან ამბროლაურის და ონის სავადმყოფოს არ აქვს გარკვეული და მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილებები, რის გამოც ხშირად პაციენტები გადამისამართებულნი და გადაყვანილნი არიან სხვადასხვა კლინიკაში, სადაც საჭირო მომსახურებას უწევენ მათ. უმეტესად პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მისთვის გაწეული დახმარება, ამიტომაც საჭიროა ადგილზე იყოს კატასტროფის ბრიგადა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება . ვთხოვთ შესაბამის უწყებებს, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას."
ამ ეტაპზე პეტიციას 80-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის ლუკა აპარატზე უგონოდაა მიერთებული. გული მუშაობს, ტვინი შეშუპებული და უსიცოცხლოა.
ეს ყველაფერი კი დაზიანებული რეანომობილის ბრალია, რომელიც შაორზე გაფუჭდა.
პეტიციის სანახავად დააჭირეთ აქ.
ამავე თემაზე დამატებითი ინფორმაციისთვის გადმოდით ბმულზე:
https://tsamali.ge/blogi/reanomobilirachas