ორსულობა და სექსი


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ფეხმძიმე ქალს მუცლთან ერთად მკერდიც ეზრდება და რაც მთავარია, თავის დაცვაც საჭირო აღარაა. აბა, როგორ შეიძლება ამ დროს სექსზე უარის თქმა?

ორალური სექსი
დაივიწყე ყველა ის მითი, რაც ორალური სექსის შესახებ ინტერნეტში წაგიკითხავს. ერთადერთი ცუდი რამ, რაც შეიძლება ამ დროს მოხდეს - ჰერპესის ვირუსია.

ანალური სექსი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომის თანახმად: "ანალური სექსი იწვევს მუცლის მოშლას". არა, ეს ასე არ არის. თუმცა არსებობს 2 შემთხვევა, რის გამოც თავის შეკავება შეიძლება:  1) ორსულობის პერიოდში სწორი ნაწლავი ისედაც ზეწოლის ქვეშაა და 2) ანალური სექსისას იზრდება ინფექციების გავრცელების რისკი, რასაც, როგორც თავად ხვდები თავი უნდა აარიდო.

რეკომენდაცია
მთავარი რეკომენდაციაა, ისეთი პოზებისგან თავის შეკავება, რომელიც ჰიპერელასტიურ მოძრაობებს მოითხოვს. ასევე, უმჯობესია, 8-12 კვირის შემდეგ უარი თქვა ისეთ პოზებზე, სადაც მუცლით გიწევს დაწოლა. კიდევ, ნუ გამოიყენებ სხვადასხვა «სათამაშოს“, რამაც შეიძლება დაზიანებები გამოიწვიოს.

ის, რომ სექსი ნაყოფს აზიანებს და მისი არსებობის შესახებ 9 თვის განმავლობაში უნდა დაივიწყო - უდიდესი ტყუილია. სექსზე უარი მშობიარობამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე უნდა თქვა. ისიც იმიტომ, რომ შეიძლება ამან მშობიარობის პროცესი დააჩქაროს და მგონი სექსის დროს ბავშვის გაჩენა არც ისე კარგი იდეაა.

არსებობს გამონაკლისები, რის გამოც ორსულობისას სექსი არ უნდა გქონდეს:

არსებობს კიდევ ბევრი სხვა მიზეზი, რაზეც ექიმი აუცილებლად გეტყვის და გაგაფრთხილებს. ასე, რომ მთავარია არ მოგერიდოს შენი ექიმისთვის კითხვის დასმა: "შემიძლია თუ არა ორსულობისას მქონდეს სექსი?"