ორგანიზაციამ „პირველი ნაბიჯი“ აუტიზმის ცენტრი გახსნა
არასამთავრობო ორგანიზაციამ „პირველი ნაბიჯი“ აუტიზმის ცენტრი გახსნა. 20 წლის წინ აშენებული შენობები სავალალო მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა სასწრაფო სარემონტო სამუშაოებს, რაც ორგანიზაციის მეგობარი კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
„პირველი ნაბიჯი“ – 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.
„პირველი ნაბიჯი 21 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე. აუტიზმის ცენტრი 2002 წელს აშენდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ცენტრის რემონტი კი მხოლოდ ერთგული მეგობრების დახმარებით შევძელით. ბავშვები მათი დახმარებით სუფთა და უსაფრთხო გარემოში მიიღებენ მათთვის ასე საჭირო მომსახურებებს“ – „პირველი ნაბიჯის“ დირექტორი თამარ ზაალიშვილი.
გიზიარებთ ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს როგორი იყო კოტეჯები რემონტამდე და როგორი გახდა რემონტის შემდეგ: