პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ონკო-ორთოპედმა გიორგი ლორიამ, უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ჩაატარა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
4 თებერვალს, სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიაში" ონკო-ორთოპედმა, გიორგი ლორიამ როგორც საქართველოში, ასევე, ამიერკავკასიის რეგიონში პირველად უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ჩაატარა.
ოპერაცია 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა სიმსივნის ამოკვეთას ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში და შექმნილი ძვლისა და სახსრის დეფექტის ანატომიურ რეკონსტრუქციას. ოპერაციის ფარგლებში, მოხდა მუხლის სახსრისა და ბარძაყის ძვლის ამოკვეთა და ამერიკული წარმოების Zimmer Biomet-ის იმპლანტით ჩანაცვლება. Აღნიშნულმა აკომპანიამ “მედიქლაბჯორჯიას” სრულიად უსასყიდლოდ გადმოსცა სისტემა, რომელიც ოპერაციის ჩასატარებლად, ყველა საჭირო ინსტრუმენტს მოიცავდა. Სისტემის ხელმისაწვდომობა, ევროპის ქვეყნებშიც რთულია და მსგავსი ტიპის ოპერაციების უმოკლეს ვადაში ჩატარების საშუალებას იძლევა.
მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შედეგად პაციენტს შეუნარჩუნდება სიმსივნით დაზიანებული კიდური, რაც მისი სიცოცხლის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის.
ოპერატორი:
გიორგი ლორია, პროფ. მიხეილ ზიმლიცკი, გიორგი ზიმლიცკი, გიგი ბრეგაძე (სისხლძარღვთა ქირურგი)
ოპერაციამდე ქიმიოთერაპია:
ონკოლოგი, პროფესორი ნინო ტოტოღაშვილი
ოპერაციის ხანგრძლივობა:
6 საათამდე
- Რა არის ოსტეოსარკომა?
ოსტეოსარკომა ძვლის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხშირად გვხვდება პედიატრიულ ასაკში. სწორი მკურნალობის შედეგად მიიღწევა 70-80% სრული გამოჯანმრთელება. ამ დაავადების მკურნალობა საჭიროებს გუნდურ მიდგომას და მოიცავს მედიცინის სხვადასხვა დარგების ჩართულობას, როგორიც არის ონკოლოგია, მორფოლოგია, ონკო-ორთოპედია, რადიოლოგია.