ოცი პოპულარული მითი კვების შესახებ, რომელთაც არ უნდა დაუჯეროთ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

სწორი კვება შეიძლება სადავო თემა იყოს საზოგადოებისთვის, მაგრამ მედიკოსები თანხმდებიან, რომ ჯანსაღი საკვებისმირთმევასინამდვილეში რთული სულაც არაა. ადამიანის ორგანიზმის მუდამ ტონუსში ყოფნისთვის, საჭიროა, ჩვენი ყოველდღიური რაციონი გავამდიდროთ ხილითა და ბოსტნეულით, მარცვლეულებით, ლობიოთი და სხვა პარკოსნებით, რაც მთავარია - წყალიც არ უნდა დაგვავიწყდეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხალხში არაერთი მითი არსებობს ჯანსაღი კვების შესახებ. გადავწყვიტეთ რამდენიმე მათგანის შესახებ მოგვეთხრო, რათა შემდგომში უკეთ შეძლოთ თქვენი დიეტური კვების რაციონის შედგენა.

 

 

 

1. დაბალი კონცენტრაციის ნახშირწყლებით კვების სისტემა გულისხმობს მარცვლეულის ამოღებას ყოველდღიური რაციონიდან

    ნახშირწყლებს შეიცავს ისეთი საკვები, როგორიცაა ჩიფსი, პური, ბურღულეულის საუზმე, თუმცა ამ კატეგორიაში შედის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებიც: კენკრა, ისპანახი, ლობიო, ოსპი და ა.შ.

 

2. ნახშირწყლები ცუდია ადამიანის ორგანიზმისთვის და მათი მიღება უნდა შევზღუდოთ

    ნებისმიერი ტიპის ნახშირწყლების მიღების მიმართ შიში ნამდვილად უსაფუძვლოა. ხილითა და ბოსტნელით, მარცვლეულებითა თუ პარკოსნებით კვება ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს.

 

3. საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა

პირველი საკვები, რომელსაც დღის განმავლობაში მივირთმევთ ტექნიკურად არის საუჭმე, მაგრამ თუ არ გვაქვს შიმშილის გრძნობა, შეიძლება, პირდაპირ ლანჩზეც გადავიდეთ. დილის საათებში გარკვეული სახის დანამატების მიღება სულაც არ არის საჭირო.

 

4. სასუსნავები ცუდია ჯანმრთელობისთვის

სასუსნავების მირთმება ამცირებს შიმშილის გრძნობას და შეიძლება ამან სასარგებლოდაც იმუშაოს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თავი აარიდოთ არაჯანსაღ საკვებს და მიიღოთ მხოლოდ ორგანული პროდუქტი.

 

5. ყოველთვის მიირთვით ახალი პროდუქტი

    ზოგჯერ გაყინული საკვები შეიძლება უფრო ჯანსაღი იყოს, ვიდრე ახალი, რადგან, მაგალითად, გარკვეულ ხილსა თუ ბოსტნეულს მანამ აგზავნიან წარმოებაში, სანამ დამწიფდება ისინი.

 

6. ყოველთვის მიირთვით ადგილობრივი წარმოების საკვები

თამამად შეგიძლიათ, მიირთვათ საკუთარი ქვეყნისთვის არაენდემური პროდუქტები, თუ რა თქმა უნდა ეჭვი არ გეპარებათ წარმოების დროს დაცულ მაღალ სტანდარტებში.

 

7. ორგანული პროდუქტი ჩვეულებრივზე უკეთესია

    თუ საშუალება გაქვთ, იკვებეთ ორგანული საკვებით, რადგან ასეთი ხილი თუ ბოსტნეული ნაკლებად შეიცავს ქიმიურ დანამატებს, თუმცა ბიუჯეტის შეზღუდულობის შემთხვევაში, პესტიციდების ნარჩენების შემცირებისთვის დაგეხმარებათ პროდუქტების წყლის ქვეშ გავლება.

 

8. ორგანიზმისთვის საჭიროა დეტოქსიკაცია

მედიკოსები ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სულაც არ არაა საჭირო ძვირადღირებული დეტოქსიკაციის პროგრამის ყიდვა, რადგან ადამიანის სხეულში  ბუნებრივად ისედაც მიმდინარეობს ეს პროცესი.

 

9. თავიდან აიცილეთ გლუტეინი

გლუტეინი არის ცილა, რომელიც გვხვდება ხორბალში, ჭვავსა და ქერში. მსოფლიო მოსახლეობის 90% თავისუფლად იყენებს ამ შემადგენლობის მქონე პროდუქტებს, ამიტომ თუ არ გაქვთ ცილის აუტანლობა, შეგიძლიათ თავისუფლად გააგრძელოთ გლუტეინის შემცველობის საკვების მიღება.

 

10. საკვების უცხიმო ვერსიები უკეთესია ორგანიზმისთვის

      თუ თავს აარიდებთ ცხიმის მიღებას, დარჩებით ყველაზე ნოყიერი საკვების გარეშე. გარდა ამისა, დაბალცხიმიანი პროდუქტების ალტერნატივები ხშრიად შეიცავს ნატრიუმსა და შაქარს, რაც სულაც არაა სასარგებლო ორგანიზმისთვის.

 

11. წვენების მიღება სასარგებლოა

      პროდუქტის სითხედ გადაქცევა წვენს უფრო კონცენტირებულ შაქრად აქცევს, ამიტომ ჯობია მთლიანი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა.

 

12. ტკბილი კარტოფილი უფრო კარგია, ვიდრე ჩვეულებრივი

      ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, რომ ორივე სახეობის კარტოფილი თანაბრად მივიღოთ, რადგან საკვები ნივთიერებების შემადგენლობა თითქმის მსგავისია, ტკბილს უფრო მეტი A ვიტამინი აქვს, მაგრამ ჩვეულებრივი კარტოფილი მდიდარია კალიუმით.

 

13. ლობიო მომწამვლელია

      „ლობიო შეიცავს ლექტინებს, რომლებიც სავარაუდოდ შხამიანია“ - ასე გაჩნა მოდური დიეტა ლექტინების გარეშე თუმცა იმიტომ, რომ ლობიოს მირთმევამდე ვამზადებთ, ეს პროცესი ამცირებს ლექტინების კონცენტრაციას.

 

14. გულის მუშაობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა ერთი ჭიქა წითელი ღვინოს მირთმევა

ეს მითი საკმაოდ გავრცელებულია საზოგადოებაში, თუმცა სინამდვილეში სულაც არ აქვს რაიმე სარგებელი წითელ ღვინოს, გარდა კარგი გემოვნური თვისებებისა. ზომიერი რეკომენდაციების დაცვით შეგიძლიათ მიირთვათ ღვინო და უფრო ბედნიერად იგრძნოთ თავი, თუმცა ამით ვერცერთი ორგანოს მუშაობის უკეთესად წარმართვას ვერ შეუწყობთ ხელს.

 

15. კვერცის მიღება მომაკვდინებელია

შესაძლოა, სათაური ზედმეტად დრამატულად ჟღერდეს, თუმცა ბევრ ქვეყანაში ეს საკვები საკმაოდ დემონიზირებულია, რადგან კვერცხი შეიცავს ქოლესტერინს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ტრანსცხიმები ასტიმულირებს ღვიძლის მიერ  ქოლესტერინის წარმოებას, ამიტომ ჩვენს სხეულში ქოლესტერინის მაღალი დონე უფრო საზიანოა, ვიდრე ცხიმებით გაჯერებული საკვები. კვერცხი არის ის პროდუქტი, რომელშიც ცხიმები ნაკლებადაა.

 

16. თხილი წონაში მატებას უწყობს ხელს

      თხილი შეიძლება ცხიმითა და კალორიებით იყოს მდიდარი, თუმცა იგი ასევე შეიცავს ცილების, ვიტამინების და სხვა სასარგებლო მინერალების დიდ რაოდენობას. ბუნებრივია, რომ ნებისმიერი პროდუქტის ჭარბად მიღება გამოიწვევს წონის მატებას, არამხოლოდ თხილის.

 

17. ყველასთვის არსებობს უნივერსალური დიეტური გეგმა

      სრულყოფილი დიეტა არ არსებობს. საუკეთესო დიეტა კვებითი რეჟიმის იმგვარად დაცვაა, როგორიც არ გამოიწვევს შიმშილს და ასეთ დროს ორგანიზმი მიიღებს საჭირო რაოდენობის მრავალფეროვან ვიტამინებსა თუ მინერალებს.

 

18. კალორიების თვლა მნიშვნელოვანია

      საზოგადოებაში გავრცელებულია მითი, რომ თითქოს კალორიების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს დიეტური კვების დროს, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ჯანსაღი კლება უფრო შესაძლებელია ნახშირწყლების დიეტის შემთხვევაში.

 

19. ხორცის მიღება საჭიროა დაბალანსებული დიეტისთვის

მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების რაციონებში ხორცი მცირე რაოდენობითაა ან სულაც არ შედის, აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის პროდუქტი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია ჯანსაღი კვების და არა აუცილებლობა, ამასთანავე ალბათ პლანეტისთვის უმჯობესია ნაკლებად მივირთვათ ხორცი და ხელი არ შევუწყოთ ცხოველებისა თუ ფრინველების უფრო მეტი სახეობის გადაშენებას.

 

10. ცხიმიანი საკვები ასუქებს

ჩატარებული კვლევების მიხედვით, დადასტურებულია, რომ დიეტები, რომლებშიც ცხიმიანი პროდუქტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე  უცხიმო საკვებით შედგენილი დღიური ულუფები.