ნულოვანი ემოცია: რა უნდა ქნათ, თუ ცხოვრებისგან დაიღალეთ?
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
გაღიზიანებული და ფეთქებადი გახდით, მიეძალეთ ალკოჰოლს და მავნე საკვებს, სპორტი უგულებელყავით, ყველაფერი სულერთი გახდა... რა იწვევს ასეთ მდგომარეობას?
შესაძლოა თქვენ ე.წ. „ემოციური გადაწვის“ სინდრომი გაქვთ. სამწუხაროდ ეს მოდური გამონათქვამი ნამდვილად არ არის, ეს თქვენი ორგანიზმის მხრიდან დახმარების თხოვნის ნიშანია, რომელსაც უკვე აღარ შეუძლია შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობაც კი.
რა არის ეს?
პირდაპირები თუ ვიქნებით, ასეთი ადამიანები ერთეულები ნამდვილად არ არიან. მეგაპოლისებში მცხოვრები ადამიანების 80% ეჯახება ამ პრობლემას, რომელსაც სამედიცინო ენაზე ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა, კონკრეტულად კი ადაპტაციის უნარის დარღვევა ეწოდება. შედარებისთვის, უფრო გასაგები რომ იყოს, გადახედეთ წარსულში როგორ უმკლავდებოდით მსგავს დატვირთულ და დაძაბულ გრაფიკს მინიმუმ მთელი კვირის მანძილზე. ახლა კი რამოდენიმე დღე ძლივს უძლებთ... ექიმები ამას იმით ხსნიან, რომ ემოციური გადაწვისას ადამიანის ნერვული სისტემა მალე იღლება, ის ღიზიანდება და იკლებს მისი პროდუქტიულობა...
საიდან ჩნდება?
ემოციური გადაწვის სინდრომის პროვოცირებას ახდენს ქრონიკული სტრესი. დიდი ქალაქების მაცხოვრებლებისთვის ამის ბევრი მიზეზი არსებობს: ეს არის პროფესიული საქმიანობის თავისებურებებიც, ხანგრძლივი გადატვირთვა, ოჯახური სიტუაცია და ა.შ. აღსანიშნავია ასევე, რომ ემოციური გადაწვის სინდრომი უფრო ხშირად აქვთ ქალებს. მამაკაცებში იშვიათად დგება ისეთი მძაფრი არჩევანის მომენტები, როგორიცაა მაგალითად კარიერასა და ოჯახს შორის არჩევანის გაკეთება. ეს რამოდენიმეჯერ აძლიერებს დაძაბულობას და ზრდის ემოციური გადაწვის რისკს.
როგორ გადავამოწმოთ საკუთარი თავი?
დასაწყისისთვის შეეცადეთ შეაფასოთ თქვენი მიმდინარე ცხოვრების სტილი. ექიმების რჩევაა ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ თუ:
- საღამოობით, დაძაბულობის მოსახსნელად ღვინოს სვამთ;
- იმისათვის, რომ დაიძინოთ ბალახეულ დამამშვიდებელ საშუალებებს სვამთ;
- ინტერესთა სფერო გეზღუდებათ, რომელიც ადრე ფართე იყო. მაგალითად, ძილის წინ წიგნებს აღარ კითხულობთ, რაც ადრე ყოველდღიური რიტუალი იყო;
- სამსახურში გვიანობამდე ხართ. შინაგანი შფოთისა და დაძაბულობის გამო შესასრულებელ სამუშაოს გაცილებით მეტ დროს ანდომებთ ადრინდელთან შედარებით;
- გაგიჩნდათ არამოტივირებული შიში;
- ზედმეტად ემოციურად რეაგირებთ სხვადასხვა მოვლენებზე: ხშირად ბრაზდებით, წყობიდან ადვილად გამოდიხართ ან აჭიანურებთ საქმის კეთებას და გადაწყვეტილების მიღებას;
- აღგენიშნებათ ჭარბი ოფლიანობა, არტერიული წნევის მცირედი, მაგრამ ხშირი ცვლილება, გახშირებული თავის ტკივილი;
- ზედმეტ ტკბილ საკვებს მიირთმევთ იმისათვის, რომ ორგანიზმში დანაკლისი რესურსი შეივსოთ;
- ხშირად ცივდებით;
- დასვენების შემდეგაც კი დაღლილობას გრძნობთ.
როგორ იკურნება?
ბევრი თვლის, რომ ამ «სისულელის» გამო ექიმთან მისვლას აზრი არ აქვს და უბრალოდ სირცხვილია... ნურას უკაცრავად! სოწრედ ექიმი დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში. ამის ერთ-ერთი მეთოდია ბიოლოგიური უკუკავშირის დამყარება ნერვულ სისტემასთან. ექიმი დაკვირვებით გაგსინჯავთ, გაარკვევს რა ხდება თქვენს ორგანიზმში ძლიერი დაძაბულობის დროს, ასევე შეისწავლის მის მდგომარეობას მართვის სხვადასხვა მეთოდით (მოძრაობით, მუსიკით, ვიზუალური გამოსახულებებით, მასაჟით, სუნებით), რის შედეგადაც თქვენ უკვე დამოუკიდებლად შეძლებთ ამ მეთოდების გამოყენებას ფიზიკური თუ ემოციური დაძაბულობის მოსახსნეალდ.
გჭირდებათ თუ არა ფსიქოთერაპევტი?
შესაძლოა დაგჭირდეთ ფსიქოთერაპევტის დახმარება თუ ღამით ალკოჰოლს და საკვებს ეტანებით, გესმით რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ მაინც აკეთებთ. ამ მდგომარეობას ექიმები ეძახიან შიდაპიროვნულ კონფლიქტს, რომლისგან გამოსასვლელად საჭიროა იმ რეალური მოტივების გარკვევა, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ემოციებსა და ქცევაზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს მოტივები შესაძლოა ძალიან ღრმად იყოს ჩამარხული და სერიოზული მუშაობა დაგჭრდებათ მათ აღმოსაფხვრელად.
როგორ უნდა გათავისუფლდეთ ემოციური გადაწვისგან?
ჩვენი ნერვული სისტემის რესურსი უსაზღვრო ნამდვილად არ არის. პირველ რიგში თქვენ უნდა ისწავლოთ მისი შევსება. ამასთან, შევსება უნდა მოხდეს ჯანსაღი წყაროებიდან — არა მავნე ჩვევებით, არამედ სპორტით, სუფთა ჰაერზე გასეირნებით, რაიმე ჰობის არჩევით, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობით, თეატრსა და კინოში სიარულით. დასვენების დღეებიც ისე დაგეგმეთ, როგორც სამუშაო დღეებს გეგმავთ. გაითვალისწინეთ - რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება შინაგანი რესურსის შევსების მეთოდი, მით უფრო დიდხანს და მეტი სიმძლავრით იმუშავებს თქვენი ნერვული სისტემა.
რა უნდა ქნათ, თუ მიხვდით, რომ ეს სტატია თქვენც გეხებათ?
- პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ თქვენს სამუშაო რეჟიმს — მასში აუცილებლად უნდა იყოს მოდუნების მომენტები.
- სამუშაო დღე დაყავით არა ორ ნაწილად, არამედ 2-3 საათიან ბლოკებად, რომელთა შორის საჭიროა 15 წუთიანი შესვენებების ჩასმა. მუშაობის ასეთი რეჟიმი არ ვნებს ჩვენს ბიოლოგიურ რითმს და საშუალებას იძლევა დროულად შევამჩნიოთ შეცდომები, ჩავარდნები და ავიმაღლოთ შემოქმედებითი პოტენციალი.
- ისწავლეთ გადართვა. დღის მანძილზე საჭიროა ყურადღება მიაქციოთ საკუთარი ენერგიის დონეს და მასთან შესაბამისობაში გადაერთოთ ამა თუ იმ საკითხის მოგვარებაზე. მაღალი შრომისუნარიანობის პერიოდში შეასრულეთ ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს დაგეგმვას, სტრატეგიის შემუშავებას, მობილიზებას. დაბალი შრომისუნარიანობისას შეასრულეთ რუტინული სამუშაო: გაასუფთავეთ ელ-ფოსტა, მოახდინეთ ფაილების სორტირება კომპიუტერში და ა.შ.
- შეარჩიეთ სავარჯიშოები, რომელთა შესრულებას შეძლებთ საქმიანობის დროს შესვენებისას. ნებისმიერი მოძრაობა ააქტიურებს თავის ტვინი მამოძრავებელ ნაწილებს, რაც ხელს უწყობს ტვინის სააზროვნო ზონების დასვენებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმ პროცესებზე, რაც ლგიკურ და ღრმა ფიქრს საჭიროებს.
- «გამოერთე» დღის დასაწყისში და ბოლოში. სამუშაო დღის დაწყება და დამთავრება საჭიროა სიჩუმეში. გამორთეთ კომპიუტერი და ტელევიზორი, გადადეთ ყველა მოვალეობა და საქმე — სახლის და სამსახურის. ისიამოვნეთ «არაფრისკეთების» ხანმოკლე პერიოდით, გაისეირნეთ, წიგნი წაიკითხეთ, მშვიდ მუსიკას მოუსმინეთ.