ნუ დაელოდები ორშაბათს! საზაფხულო დიეტა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

დღეს უკვე სამშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორშაბათს დაწყებული დიეტა დაასრულე ხომ მართალია?

სწორედ ამიტომ, მინდა გაგიზიარო ახალი ჯადოსნური დიეტა. წესები მარტივია:

ახლა კი მენიუს დროა:

საუზმე:
სენდვიჩები (2-3 ცალი)
- აიღე ჭვავის ან ხრაშუნა პური (ე.წ. ხლებცი). წაუსვი ცოტა კარაქი. დაადე ვაშლის, ფორთოხლის ან კომბოსტოს ნაჭერი. დაუმატე თხელი, უცხიმო ყველი. შედგი ღუმელში და ცოტათი შეათბე.

სადილი:
სალათი (ირჩევ რომელიმეს)

  1. დაჭრილ კომბოსტოსა და ვაშლს დაუმატე დაბალკალორიული მაიონეზი ან მცენარეულ ზეთი
  2. კომბოსტოს, ფორთოხალს, ვაშლისა და ბანანის სალათი 
  3. 250გ. თხლად დაჭრილ კომბოსტოს დაუმატე 50გ. თხლად დაჭრილს სტაფილო ან ჭარხალი
  4. კომბოსტო მაიონეზთან, ნიორთან და სოიოს სოუსთან ერთად.
     

პირველი კერძი (ირჩევ რომელიმეს)

  1. ვეგეტარიანული ბორში (შეგიძლია დაუმატო 1 ჩ.კ. მცენარიული ზეთი)
  2. ბოსტნეულის სუპი (შეგიძლია დაუმატო ცოტა მდნარი ყველი)


მეორე კერძი (ირჩევ რომელიმეს)

  1. ფრინველი (კანის გარეშე) – 150 გრ
  2. თევზი - 150 გრ
  3. უცხიმოდ გამომცხვარი კარტოფილი არაჟანითა და მწვანილებით

დესერტი
ვაშლის, ფორთოხლის და/ან მსხლის უშაქრო კომპოტი

სამხარი
ვაშლი, მსხალი ან ფორთოხალი

ვახშამი (ირჩევ რომელიმეს)

  1. მოხარშული კომბოსტო. გემოსთვის შეგიძლია მოხარშო ხახვთან ან ნიორთან ერთად.
  2. ომლეტი (2კვერცხით). თხლად დაჭრილ კომბოსტოსთან ერთად
  3. 2-3 ბანანი
  4. ხილის სალათი თაფლით და/ან ქიშმიშით და იოგურტით

ძლის წინ: 1 ჭიქა კეფირი, იოგურტი ან ვაშლი (მსხალი, ფორთოხალი)
 

რაც მთავარია, წინაზეც ვთქვი და ახლაც გაგიმეორებ - ნებისმიერი წონით, ნებისმიერი ფორმებით ყოველთვის უალამაზესი ხარ!