„ნიუ ჰოსპიტალსში“ აკრედიტირებული კურსი - „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი“ ჩატარდება


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

18-19 ნოემბერს „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიმართება ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტირებული კურსი, „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი“, რომელი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის დახმარების შესახებ. კურსს გაუძღვება „ნიუ ჰოსპიტალსის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, კახაბერ ჩიხრაძე.

„სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი“ განკუთვნილია გადაუდებელი მედიცინის, კარდიოლოგიის, ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის, კარდიოქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, საოჯახო მედიცინის, შინაგანი მედიცინის, პედიატრიის და ბავშვთა გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სერტიფიცირებული ექიმებისთვის. კურსს მინიჭებული აქვს აკრედიტაციის 12 ქულა და მისი დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 

კურსის ღირებულება 180 ლარია და რეგისტრაციისთვის საჭიროა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ დაკავშირება ნომრებზე 2 190190 ან 577 330700. რეგისტრაცია შესაძლებელია 12 ნოემბრის, 20:00 საათამდე. 

აღნიშნული სასწავლო ღონისძიება ტარდება კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით - თითოეული მონაწილე უნდა იყოს აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით, უნდა ჰქონდეს გადატანილი კოვიდინფექცია ბოლო 6 თვის განმავლობაში ან უნდა წარმოადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. 

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება - მედიცინის თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნითა და უნარებით სამედიცინო პერსონალის მუდმივი უზრუნველყოფა, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განუყოფელი ნაწილია და უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს  „ნიუ ჰოსპიტალსისთვის“. კლინიკა შესაძლებლობას აძლევს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სხვადსხვა მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა. კერძოდ, გაიარონ სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის, გულ-სისხლძარვთა მწვავე დაავადებების მართვის, მწვავე ტრავმის მართვის და ბავშვთა გადაუდებელი დაავადებების აკრედიტირებული კურსები.