„ნიუ ჰოსპიტალსი“ თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურით აღიჭურვა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ცენტრი გაფართოვდა და
დამატებით პრემიუმ კლასის აპარატურით აღიჭურვა. ულტრათანამედროვე სისტემების
გამოყენებით კლინიკაში შესაძლებელია მაქსიმალურად ინფორმატიული
რადიოლოგიური კვლევების ჩატარება გულსა და სისხლძარღვებზე, სახსრებზე,
ფარისებრ ჯირკვალზე, საშარდე სისტემასა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებზე.

ულტრასონოგრაფიის თანამედროვე აპარატი Philips EPIQ CVx კარდიოლოგიური კვლევის
ინოვაციურ, 2024 წლის ფლაგმან სისტემას წარმოადგენს, რომელიც ხელოვნური
ინტელექტის დახმარებით ახდენს გულსისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტირებაში
მანამდე უპრეცედენტო შედეგების მიღწევას. სისტემა აღჭურვილია სამგანზომილებიანი
(3D) ფოტორეალისტური გამოსახულების შესაძლებლობით, რომელიც
უმნიშვნელოვანესია გულის დინამიური ანატომიის შესწავლისა და მისი
სტრუქტურების სიღრმის აღქმისათვის. სხეულის სხვა ორგანოების ულტრაბგერითი
კვლევა უკვე შესაძლებელია GE LOGIQ Fortis უახლესი თაობის ულტრასონოგრაფით,
რომელიც გამოირჩევა სიმძლავრით და გამოსახულების განსაკუთრებული ხარისხით.
სისტემას გააჩნია ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგია, რაც მაღალი
გარჩევადობის გამოსახულებას და სიღრმისეული კვლევის ჩატარების შესაძლებლობას
უზრუნველყოფს.

კომპანია ფილიფსის მიერ წარმოებული EPIQ სერიის აპარატები (Philips Epiq 7, Epiq 5, Epiq
CVx) გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმართულებით, ხოლო Canon Aplio
i800, Aplio i500, Aplio A და GE LOGIQ Fortis, შინაგანი ორგანოებისა და სახსრების
პათოლოგიების დიაგნოსტირების მიმართულებით მძლავრ რესურსს წარმოადგენს
ულტრასონოგრაფიული კვლევების ყველაზე რთული პრობლემების გადასაჭრელად.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა პათოლოგიების გამოვლენის სწრაფი და უსაფრთხო
მეთოდია, რომელიც მაღალი სიხშირის ტალღების გამოყენებით შინაგანი ორგანოებისა
და რბილი ქსოვილების სტრუქტურულ გამოსახულებას იძლევა. „ნიუ ჰოსპიტალსის“
ულტრასონოგრაფიის ცენტრი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით, და
პაციენტებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. ცენტრი დაკომპლექტებულია
მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც სხვადასხვა დაავადების
დიაგნოსტირებისთვის, უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაციის სისტემების გამოყენებით,
რადიოლოგიური კვლევების თანამედროვე სტანდარტსა და სანდოობას
უზრუნველყოფენ.