ნიუ ჰოსპიტალსი ჩვენს მომხმარებლებს Check Up სკრინინგზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ნიუ ჰოსპიტალი Tsamali.ge-ის მომხმარებლებს სკრინინგზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

სკრინინგი იგივე Check Up არის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი და უნიკალური გამოკვლევა, რომელიც ემსახურება დიაგნოსტირებას ავადმყოფობის ნიშნების კლინიკურად გამოვლენამდე.

Check Up საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ავადმყოფობა საწყის ეტაპზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საშიში დაავადებების განვითარების რისკს.

ვის სჭირდება Check Up?
Check Up განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

Check Up იდეალური საშუალებაა მათთვის, ვისაც აქვს დაძაბული და სტრესული სამუშაო - მაგალითად: მენეჯერებისთვის, ბიზნესმენებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ყველა ადამიანისთვის, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ჯანმრთელობას და სურს ჰქონდეს სრულფასოვანი და ხანგრძლივი სიცოცხლე.

როგორ ტარდება Check Up?
გამოკვლევები ტარდება ერთი ან ორი დღის განმავლობაში. თარიღი განისაზღვრება წინასწარ, სკრინინგის ბარათის მფლობელთან შეთანხმებით. სკრინინგი იწყება ბარათის მფლობელთან წინასწარი გასაუბრებით, სადაც იგი დეტალურად გაეცნობა გამოკვლევების ჩატარების პროცედურებს.

რას მოიცავს Check Up?
თერაპიული გამოკვლევა - მკურნალი ექიმი გაგესაუბრებათ და მიიღებს დეტალურ ინფორმაციას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შემდგომ ჩაგიტარებთ სამედიცინო გასინჯვას. გარდა თქვენი აქტუალური ჯანმრთელობის მდგომარეობისა ექიმი დაინტერესდება თქვენს მიერ შესაძლო გადატანილი დაავადებებითა და გარემოებებით, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდათ თქვენს ჯანმრთელობაზე.

კარდიოლოგიური გამოკვლევა - მოიცავს ელექტროკარდიოგრამის გადაღებას და დატვირთვის ტესტს, რათა შეფასდეს მიოკარდისთვის სისხლის მიწოდების ფუნქციები. ასევე ჩაგიტარდებათ გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ კარდიოგრამის ან/და არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგი ჰოლტერით, რათა მოხდეს პარამეტრების კონტროლი დღის და ღამის საათებში.

ანგიოლოგიური გამოკვლევა - სისხლძარღვთა სისტემის შეფასება მოხდება დოპლეროგრაფიით - ულტრაბგერითი დოპლერით არტერიების და ვენების მდგომარეობის დადგენა.

ოფთალმოლოგიური გამოკვლევა - ჩაგიტარდებათ მხედველობის სიმახვილის კვლევა. აგრეთვე მოხდება თვალის წინა და უკანა მონაკვეთის გამოკვლევა შესაძლო პათოლოგიური ცვლილებების გამოსავლენად.

უროლოგიური გამოკვლევა - მამაკაცებს ჩაუტარდებათ პროსტატის, შარდის ბუშტის და თირკმელების პათოლოგიების დიაგნოსტიკა.

გინეკოლოგიური გამოკვლევა - მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური გამოკვლევა, რომლის დროსაც მოხდება შესაძლო რისკ-ფაქტორების კვლევა და არსებული დაავადებების დიაგნოსტიკა.

ულტრაბგერითი გამოკვლევა - ჩატარდება მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის და საძილე არტერიების დეტალური ულტრაბგერითი გამოკვლევა. ქალებს ჩაუტარდებათ სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ონკო სკრინინგი - ჩატარდება მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) დიფუზია და მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) კვლევა ინტრავენური კონტრასტირებით, სიმსივნური პროცესისა და მისი გავრცელების დადგენის მიზნით. კერძოდ, თავის ტვინის, გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ხერხემლის სვეტისა და ძვლების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

სკრინინგ პაკეტი 40 წლამდე ქალებისთვის

თერაპევტის კონსულტაცია

კარდიოლოგიური გამოკვლევები

რადიოლოგიური გამოკვლევები

პათოლოგიური გამოკვლევა

ონკო სკრინინგი (დამატებითი გამოკვლევა)

მომსახურების პაკეტები
სტანდარტული პაკეტი:1 440 ლარი -10%
პაკეტი ონკო სკრინინგით: 2 410 ლარი -10%

 

სკრინინგ პაკეტი 40 წლის + ქალებისთვის

კარდიოლოგიური გამოკვლევები

რადიოლოგიური გამოკვლევები

გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა

ლაბორატორიული კვლევები

ონკო სკრინინგი (დამატებითი გამოკვლევა)


მომსახურების პაკეტები
სტანდარტული პაკეტი: 1 800 ლარი -10%
პაკეტი ონკო სკრინინგით: 2 770 ლარი -10%

 

სკრინინგ პაკეტი 40 წლამდე მამაკაცებისთვის

კარდიოლოგიური გამოკვლევები

რადიოლოგიური გამოკვლევები

გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა

ლაბორატორიული კვლევები

ონკო სკრინინგი (დამატებითი გამოკვლევა)


მომსახურების პაკეტები
სტანდარტული პაკეტი: 1 440 ლარი -10%
პაკეტი ონკო სკრინინგით: 2 410 ლარი -10%

 

სკრინინგ პაკეტი 40 + წლის მამაკაცებისთვის

კარდიოლოგიური გამოკვლევები

რადიოლოგიური გამოკვლევები

გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა

ლაბორატორიული კვლევები

ონკო სკრინინგი (დამატებითი გამოკვლევა)


მომსახურების პაკეტები
სტანდარტული პაკეტი: 1 800 ლარი -10%
პაკეტი ონკო სკრინინგით: 2 770 ლარი -10%

 

მიღებაზე ჩასაწერად გადმოდით აქ.