მზე, ზღვა და... დაავადებები


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ზღვაზე დასვენებას, გართობისა და მხიარულების გარდა, ჯამრთელობის მხრივ ბევრი უსიამოვნების გამოწვევაც შეუძლია.

ამ თემაზე ჟორდანიას კლინიკის მეან-გინეკოლოგ ქეთევან მანჯგალაძეს გავესაუბრე, რომელიც დეტალურად მოგვიყვება თუ რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ზღვაზე დასვენებისას.



კონკრეტულად რომელი დაავადებების გამოწვევა ხდება ზღვაზე დასვენების შემდეგ?
ზღვაზე დასვენების დროს ირღვევა ძირითადად ჰიგიენური ნორმები, კერძოდ ქალებს უწევთ დიდხანს ყოფნა საცურაო კოსტუმით, როემლიც შედგება უმეტეს წილად მკვრივი, ჰაერგაუმტარი, ძნელად გაშრობადი ქსოვილისგან, შესაბამისად იქმნება საუკეთესო პირობა პირობით პათოგენური ფლორის გამრავლებისთვის. აგრეთვე არასწორი კვება და ძილ-ღვიძილის რეჟიმი, ზედმეტი გარუჯვა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რემისიაში მყოფი ვირუესების გააქტიურებას. ძირითადად  ვლინდება ბაქტრიული ვაგინოზები, სოკოვანი ვულვო-ვაგინიტები, აგრეთვე შესაძლებელია ჰერპეს ვირუსული, უჯრედშიდა ინფექციით გამოწვეული ცერვიციტები, და რა თქმა უნდა სქესობრივად გადამდები ინფქეციებიც, თუ ადგილი აქვს დაუცველ, შემთხევვითი სქესობრივ კონტაქტებს.

როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი?
პირველ რიგში „ზღვაზე დასასვენებლად“ წასულმა ადამიანმა უნდა დაისვენოს J, უნდა იკვებოს სწრორად და ჯანსაღად, რადგანაც ჩვენი იმუნიტეტის 80% სწორედაც, რომ ჯანსაღ კვებაზე არის დამოკიდებული, არ გაატაროს მთელი დღე მზეზე, განსაკუთრებით 12-16 სთმდე აქტიურ მზეზე, როდესაც ყველაზე  მავნე გამოსხივებაა, რაც თავის მხრივ აქვეითებს იმუნიტეტს, ბანაობის შემდეგ დროულად გამოიცვალოს საცურაო კოსტიუმი, კარგად გაიმშრალოს სასქესო ორგანოები, აგრეთვე თავი დაიცვას შემთხვევითი სქესობრივი კავშირების დროს, ამის გათვალისწინებით არავინ აღარ დააბრალებს  უწყინარ ზღვას გინეკოლოგიურ დაავადებებს.

რა სიმპტომები ვლინდება და რომლის გამოვლენის მერეა აუცილებელი ექიმთან კონსულტაცია?
ნებისმიერი დისკომფორტი სასქესო ორგანოების არეში საჭიროებს გინეკოლოგთან დროულ ვიზიტს, ეს იქნება: უსიამოვნო გამონადენი, წვა, ქავილი, გამონაყარი, წანაზარდების არსებობა,  რადგანაც ზოგჯერ ჩივილები შესაძლებელია თვისთავად ალაგდეს, მაგალითად უსიამოვნო გამონადენი, მაგრამ პროცესი გრძელდება და იწვევს აღმავალ ინფექციას, რაც თავის მხრივ შეუქცევადად აზიანებს ქალის რექპროდუქციულ სისტემას და ხდის ქალს უნაყოფოს. ხშირად ქალები თვითმკურნალობასაც მიმართავენ,  იტარებენ ე.წ. „საშოს გამორეცხვებს სხვადსხვა საშუალებებით: სოდიანი წლით,მარგანეცით დამზადებული ხსნარებით, გვირილით. .  მაწვნის და თაფლის ტამპონებით. . . “ ამით უფრო მეტად აზიანებენ სასქესო ორგანოებს და შესაბამისად ასეთ პაციენტებს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ, რადგანაც საშოს ფლორა რთულად აღსადგენია და საკმაოდ დიდი დროც სჭირდება მის აღდგენას.

ზღვიდან ჩამოსვლის შემდეგ, აუცილებელია გინეკოლოგიური კვლევების ჩატარება?
პირველ რიგში უნდა ჩატარდეს საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია და   სხვა ინფექციების სკრინინგიც,  ასევე შესაძლებელია ჩივილებიდან გამომდინარე სხვა დამატებითი კვლევების ჩატარებაც, როგორიცა გირნკოლოგიური ექოსკოპია,  კოლპსოკოპია და ა.შ.
სწორი დიაგნოზი და დროული მკურნალობა აგრიდებთ თავს გართულებებისგან.

რამდენად ხშირად მოდიან პაციენტები სწორედ ამ პრობლემებით?
საკმაოდ ხშირად და ყველა იწყებს ერთი და იგივე ტექსტით, რომ ზღვაზე ისვენებდა, ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა სად დაისვენებთ ეს იქნება ზღვა, ტბა, მდინარე თუ აუზი, დაბინძურებულ წყალში არ იბანავოთ, დროულად დაიცავით ჰიგიენის ნორმები, დაისვენეთ, ივარჯიშეთ, გამოიძინეთ, იკვებეთ ჯანსაღად და იქნებით ჯანმრთელები, გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.

გისურვებ ბედნიერ დასვენებას!

 

ექიმის პროფილის სანახავად და მიღებაზე ჩასაწერად გადადით ბმულზე : ქეთევან მანჯგალაძე