მწვანე ყურსასმენებიან გოგოს ხელოვნური თვალი ჩაუსვეს

19 წლის მაკო გო­მურს, რო­მელ­მაც 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ღა­მეს თვა­ლი და­კარ­გა, ხე­ლოვ­ნუ­რი თვა­ლი ჩა­უს­ვეს. გო­მუ­რი ფო­ტოს "ფე­ის­ბუქ­ზე" ერთ-ერთ ჯგუფ­ში ავ­რცე­ლებს:

"ნა­ხეთ ნა­ხეთ ნა­ხეთ მე და ახა­ლი თვა­ლი; სი­ხა­რულს კაი ხალ­ხს გა­ვუ­ზი­ა­რებ-თქო და სხვა ად­გი­ლი ვერ ვნა­ხე, პ.ს დიახ, შრა­მი რომ არა, ვერც კი გა­არ­ჩევ­დით"- წერს მაკო გო­მუ­რი.

 

ეს არის დროებითი პროთეზი უკეთია, რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს დაშავდა 240 ადამიანი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.

 

ოფთალმოლოგების სანახავად გადადით ბმულზე : ოფთალმოლოგი 

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა