მსოფლიოში პირველი აკვა პარკი შშმ ბავშვებისთვის
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ზაფხულთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკვაპარკები ბავშებისა და მოზრდილებისთვის საუკეთესო საშუალებაა ცხელ დღეებში გასაგრილებლად. ერთ-ერთი ახალი აკვა პარკი სახელწოდებით „Morgan’s Inspiration Island“ გაიხსნა სან-ანტონიოში, ტეხასის შტატში, სადაც ბავშვებს შეუძლიათ გაგრილდნენ და გაერთონ!
სამწუხაროდ, აკვაპარკების უმრავლესობა შშმ პირებისთვის გათვალისწინებული არ აქვთ, მაგრამ „Morgan’s Inspiration Island“-ში ეს მიდგომა სრულიად შეცვლილია, რადგან ეს არის მსოფლიოში პირველი აკვაპარკი, რომელიც დაპროექტებულია სპეციალურად შშმ პირებისთვის.
“ჩვენი მიზანია სტუმრებს გავუწიოთ განსაკუთრებული ინკლუზიური მომსახურება დაცული, კომფორტული და გადაუტვირთავი გარემოს შექმნით“ - განაცხადა პარკის დამფუძნებელმა გორდონ ჰარტმანმა (Gordon Hartman), რომელიც მუშაობს ექიმებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, სპეციალური საჭიროების თერაპევტებთან და მომვლელებთან იმისათვის, რომ „Morgan’s Wonderland“-ში შეიქმნას კარგი გარემო შშმ პირებისთვის.
აკვაპარკში ბავშვებს უკეთდებათ საკონტროლო სამაჯურები, რომლითაც მშობლებს შეუძლიათ მათი ადგილსამყოფელის გაკონტროლება, ასევე აქ შესაძლებელია „PneuChairs“-ის გამოყენება, რომელიც შშმ პირებზეა გათვლილი, ჰაერით იმართება, წყალგამძლე და რაც მთავარია მომხმარებლებისთვის უფასოა. ასეთი სავარძლების ნახვა შესაძლებელია პარკის ყველა ნაწილში. „სპეციალური საჭიროებების“ მქონე ბავშვებისთვის პარკში შესვლა უფასოა. აკვაპარკში რეგულირდება წყლის ტემპერატურაც, შესაძლებელია მისი გათბობა იმ ბავშებისთვის, რომლებიც სენსიტიურები არიან ცივი წყლის მიმართ!
“Morgan’s Inspiration Island-ი სთავაზობს ინდივიდუალურ პირობებსა და ადგილს შშმ პრირებს, რომლებსაც შეუძლიათ შეუზღუდავად იცურაონ და გაერთონ. ეს არ არის სპეციალური პარკი, ეს არის აქტივობისა და ჩართულობის ადგილი.” - განაცხადა გორდონ ჰარტმანმა.
მეტი ინფორმაცია: Morgan’s Wonderland
აკვა პარკები საუკეთესო დასვენების ადგილებია, მაგრამ სამწუხაროდ მათი უმეტესობა არ არის გათვლილი შშმ პირებზე
ეს ყველაფერი ცვლის სტანდარტულ მიდგომებს, მადლობა Morgan’s Inspiration Island-ს!
ეს აკვა პარკი მსოფლიოში პირველია, რომელიც გათვლილია შშმ პირებზე
“ჩვენი მიზანია სტუმრებს გავუწიოთ განსაკუთრებული ინკლუზიური მომსახურება დაცული, კომფორტული და გადაუტვირთავი გარემოს შექმნით“ - განაცხადა პარკის დამფუძნებელმა გორდონ ჰარტმანმა (Gordon Hartman)
ტეხასში, სან ანტონიში გახსნილი შშმ პირებზე გათვლილი პარკი „Morgan’s Wonderland“-ის გაგრძელებაა
ჰარტმანმა პარკს სახელი თავისი ქალიშვილის მორგანის საპატივსაცემოდ დაარქვა, რომელიც ასევე შშმ პირია
აჰრტმანმა „Morgan’s Inspiration Island“-ი გახსნა ექიმების, მშობლების, სპეციალური საჭიროების თერაპევტებისა და მომვლელების დახმარებით
პარკი ემსახურება ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს
პარკის სერვისში ასევე შედის სამაჯურები, რომლებიც უკეთდება ბავშვებს და ეხმარება მშობლებს მათი ადგილსამყოფელის დადგენაში
პარკში შესაძლებელია „PneuChairs“-ით სარგებლობა, რომელიც განკუთვნილია შშმ პირებისთვის, ჰაერით იმართება, წყალგამძლე და რაც მთავარია მომხმარებლებისთვის უფასოა
შშმ პირებისთვის განკუთვნილი ასეთი სავარძელი ხელმისაწვდომია პარკის ნებისმიერ ადგილას
შშმ ბავშვებისთვის პარკში შესვლა უფასოა
„პარკი სთავაზობს ინდივიდუალურ პირობებსა და ადგილს ნებისმიერი სახის შშმ პირებს, რომლებსაც აქ შეუძლიათ შეუზღუდავად იცურაონ და გაერთონ“ - აცხადებს გორდონ ჰარტმანი
„ეს არ არის სპეციალური საჭიროებების პარკი, ეს არის აქტივობისა და ჩართულობის ადგილი” - აღნიშნავს ის.