მშრალი თვალის სინდრომი


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

რა დროს შეიძლება განვითარდეს  მშრალი თვალის სინდრომი?

მშრალი თვალის სინდრომი ყალიბდება ცრემლის აპკში განვითარებული ცვლილების გამო - აღარ გამომუშავდება საკმარისი ოდენობის ცრემლი, შეცვლილია მისი ხარისხი ან ხდება ცრემლის დიდი რაოდენობით აორთქლება. ცრემლის პროდუქციის შემცირების მიზეზი ხშირად შესაძლოა იყოს მეიბომის ჯირკვლების (რომლებიც მდებარეობს ქუთუთოების კიდეებზე) დისფუნქცია, ქუთუთოს აპერტურის დარღვევა, თვალის ხამხამის დაბალი სიხშირე და სხვა.

 

როგორ მივხვდეთ, რომ მშრალი თვალის სინდრომი გვიყალიბდება?

 

რა იწვევს თვალის სიმშრალეს?

ჩვენი ცრემლი, რომელიც მონაწილეობს თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, შედგება სამი შრისგან: ლიპიდური (ცხიმოვანი), წყლის და ლორწოვანი (წებოვანი) შრე. თითოეული შრე ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას: 

  1. მეიბომის ჯირკვლების მიერ (ქუთუთოების კიდეების გაყოლებაზე) გამომუშავდება ცრემლის ცხიმოვანი შრე, რომელიც იცავს ცრემლს სწრაფი აორთქლებისგან
  2. საცრემლე ჯირკვლების მიერ გამომუშავდება წყლის შრე.
  3. კონიუნქტივაში არსებული ფიალისებრი უჯრედები კი გამოიმუშავებენ ლორწოს მსგავს (მუცინის) შრეს, რომელიც თვალის კაკლის ზედაპირზე საცრემლე აპკის გადანაწილებას განაპირობებს. 

 

რომელიმე მათგანის დეფიციტმა, შეიძლება გამოიწვიოს ცრემლის აპკის დარღვევა და მშრალი თვალის სინდრომის განვითარება.

 მშრალი თვალის შემთხვევათა 80% განვითარებულია მეიბომის ჯირკვლის დისფუნქციის გამო, რომლის დროსაც ჯირკვლები ვერ უზრუნველყოფენ საკმარისი რაოდენობით ცხიმის გამომუშავებას, რაც იწვევს თვალის კაკლის ზედაპირიდან ცრემლის ფენის აორთქლებას უფრო სწრაფად და თვალების სიმშრალის განვითარებას. 

ამიტომაც ქუთუთოების ანთების მკურნალობა აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს მშრალი თვალის დამარცხებაში.

 

მშრალი თვალის განვითარების რისკ-ფაქტორები:

თუ შენიშნავთ, რომ გაწუხებთ მშრალი თვალისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

როგორ ხდება მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოსტიკა?

 „ავერსის კლინიკაში“ შესაძლებელია მშრალი თვალის დიაგნოსტიკა უახლესი Me-check® აპარატით. რომელიც გამოიყენება მეიბომის ჯირკვლის დისფუნქციის, მშრალი თვალის სინდრომისა და თვალის ზედაპირის სხვა მდგომარეობების სკრინინგისა და დიაგნოსტიკისთვის. დიაგნოსტიკის შემდეგ, თქვენი მკურნალი ექიმი-ოფთალმოლოგი თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობას.  

 

როგორ ვმკურნალობთ მშრალ თვალს „ავერსის კლინიკაში“?

 "ავერსის კლინიკაში" უკვე შესაძლებელია მშრალი თვალის მკურნალობა იტალიური წარმოების, ინოვაციური აპარატით - eye-light®.

Eye-light წარმოდგენილია ერთ აპარატში ორი ტექნოლოგიის კომბინაციით - IPL-თერმული იმპულსები და სითბური ნიღაბი. 

2 ტექნოლოგიის კომბინაცია მას უპირატესობას ანიჭებს მშრალი თვალის სხვა სამკურნალო აპარატებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ თერმულ იმპულსებს იყენებენ.

თვალის სიმშრალის ყველაზე ხშირი მიზეზი მეიბომის ჯირკვლების დაავადებაა. IPL - თერმული იმპულსები და სითბური ნიღაბი ახდენენ მეიბომის ჯირკვლების ფოტობიოსტიმულაციას, რომლის საშუალებითაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მეტაბოლიზმი და საბოლოოდ აღდგება მეიბომის ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირება. 

IPL - სინათლის იმპულსების გამოყენება არ საჭიროებს სახის კანზე დამცავი გელის წასმას, რაც ასევე უპირატესობაა სხვა აპარატებთან შედარებით, რომელთა გამოყენებაც კანზე დამცავი გელის აპლიკაციას მოითხოვს. 

 აპარატის უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ მშრალი თვალის სხვა სამკურნალო აპარატების შემთხვევაში, პროცედურები მოიცავს მხოლოდ ქვედა ქუთუთოს და ზედა ქუთუთოზე მკურნალობა არ ვრცელდება. eye-light®.-ის შემთხვევაში კი ნიღაბი მოიცავს როგორც ქვედა, ასევე ზედა ქუთუთოს ფუნქციის აღდგენას,

 

„ავერსის კლინიკის“ ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში ჩივილებით მოსული პაციენტი გადის შემდეგ ეტაპებს: 
 

  1. ოფთალმოლოგთან კონსულტაცია;
  2. პაციენტის მდგომარეობის, თვალის ჯანმრთელობის შეფასება კონსულტაციის ფარგლებში;
  3. თვალის სიმშრალის ხარისხის შეფასება მშრალი თვალის სადიაგნოსტიკო აპარატზე;
  4. საჭიროებისამებრ იგეგმება მშრალი თვალის სამკურნალო პროცედურა eye-light®-ის ინოვაციური აპარატით, რომელიც მოიცავს თვალის მომზადებას პროცედურისთვის, IPL თერმული იმპულსებისა და შემდგომში სითბური ნიღბის გამოყენებას. პროცედურა გრძელდება 15 – 20 წუთის განმავლობაში და არ ტოვებს არანაირ უსიამოვნო შეგრძნებას;
  5. პროცედურების რაოდენობა განისაზღვრება სიმშრალის ხარისხის მიხედვით;
  6. პროცედურები ტარდება ერთკვირიანი ინტერვალით.

„ავერსის კლინიკის“ თვალის ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური, პროფესიონალი კადრებით და თითქმის 20 წელია, რაც ფუნქციონირებს. თვალის ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ანდოთ თქვენი თვალის ჯანმრთელობა „ავერსის კლინიკის“ ოფთალმოლოგიურ განყოფილებას! 

დაჯავშნე ვიზიტი „ავერსის კლინიკის“ ოფთალმოლოგთან! თვალის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია!