მშობლებო - არ დაკარგოთ დრო


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

"პირველი ნაბიჯის" განვითარების პედიატრი - ნეონატოლოგი ირმა გოცირიძე გირჩევთ:

 

ხშირად ჩვენი პატარების მოქმედება და ხასიათი იცვლება კბილების ამოსვლის, ალერგიის გამწვავების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების, ინფექციების, რაქიტის ნიშნების გამოვლენის, ვაქცინის რეაქციის ან სხვა გარე ფაქტორების ზეგავლენით. მთავარია არ დავტოვოთ უყურადღებოდ ზოგიერთი სიმპტომი, განსაკუთრებით თუ ამ დროს ბავშვის შეცვლილი ხასიათი და ქცევა 3-4 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. მაინც რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის მივმართოთ პედიატრს?

 

 

 

 

1. უმიზეზო ტირილი და მოუსვენრობა

2 .შიშები, ბანაობის და წყლის პროცედურების შეძულება

3 .გაღიზიანება და ტირილი დაკავშირებული მკვეთრ სუნებთან

4 .უცხო პირების დანახვაზე ძლიერი რეაქცია,  ისტერიკა,  რომელიც უმიზეზოდ იწყება და თავისით წყდება, ზოგ შემთხვევაში თავად ვერ ახერხებს ბავშვი დამშვიდებას.

5. ხელში აყვანისას ბავშვი  იჭიმება ან ირკალება, განიცდის დისკომფორტს. 

 

- ნაკლებად აქტიური და უმოძრაოა

- არ ტირის ან ნაკლებს ტირის

- ინტერესს  არ იჩენს გარშემომყოფების მიმართ

- ძუძუს ან ბოთლიდან ჭამის დროს არ ამყარებს თვალი-თვალთან კონტაქტს დედასთან. 

- არ ითხოვს საკვებს (ძუძუს ) დროულად.

- იღვიძებს , მაგრამ არ ტირის ჭამისთვის

- ახლობლების მიახლოებისას არ აქვს  „გამოცოცხლების“  რეაქცია

- იგნორირებას უკეთებს  მშობლის მოფერებას არ რეაგირებს ხმაურზე და/ან სინათლეზე.

 

 

 

- ზოგჯერ  მშობელი გვიან  ამჩნევს შვილის  ტკივილის მაღალ ზღვარს, კერძოდ თუ პატარას ტკივილის შეგრძნება არ აქვს, მაგ. როდესაც იგი დაეცემა და  მუხლს იტკენს, არ ტირის და არც იმჩნევს, მაგრამ ამავე დროს მან შეიძლება ყურებზე ხელი  აიფაროს  ოთახში ხმამაღალი საუბრის ან მუსიკის გამო. 

 

- ასევე თუ დედას აშინებს  ბავშვის სმენადობა, რადგან იგი ყოველთვის არ რეაგირებს ხმებზე,  არ რეაგირებს  სახელზე, არ იხედება იქეთ  საიდანაც ხმა მოდის, იწყებს განმეორებით (სტერეოტიპულ) მოქმედებებს.

 

 

ზოგჯერ  გამოხატულია  მოტორული განვითარების დაგვიანება ( გვიანი დაჯდომა, დადგომა, ბუქნი), სხეულის ტონუსი მკვეთრად დაქვეითებულია. 

- თავის ზომები გაზრდილია  ტანთან შედარებით.

- საუბარი იწყება ნორმის ფარგლებში და შემდეგ წყდება სრულიად ან ამბობს ერთეულ წყვეტილ სიტყვებს-ერთმანეთთან დაუკავშირებელს.

- იმეორებს ერთიდაიმავე სიტყვას, შეიძლება საერთოდ ვერ საუბრობს, იყენებს ჟესტებს.

- არის შემთხვევები როდესაც  პატარებს 1,5-2 წლიდან ეწყებათ  აკვიატებული მოქმედებანი

- მაგიდის ქვემოთ, ან კუთხეში,  ან სხვა ოთახში განმარტოებით ჯდომა უყვარდებათ, განცალკევებით  მოკალათება.

 

 

 

- ხელების დასვრაზე ძლიერი რეაქცია აქვთ

- ტირილის ხასიათი იცვლება და მონოტონურ-ისტერიულ  ხასიათს იღებს

- ზოგჯერ გამოხატულია გემოვნების გაუკუღმართება, თუ ბავშვი ერთი თვის განმავლობაში მაინც ეტანება უცნაურ საკვებს, როგორიცაა ქვიშა, ქაღალდი, ცარცი, პლასტმასი, რომელიც  უმეტესად დროებითი მოვლენაა (ანუ დაკავშირებულია სომატურ მდგომარეობასთან), თუმცა მაინც საყურადღებოა! 

 

 

- დროულად ჯობს ასევე  მივმართოთ ფსიქოლოგს, თუ ბავშვს სურვილი აქვს  რაიმე ავნოს სხვა ბავშვს, თავის თავს, მოზრდილს ან ცხოველს

- იწყებს ტანსაცმლის გარეშე სირბილს, ეწყება შიშები, რომელიც  უცნაური ხასიათისაა:  მაგ.  მას  შეიძლება ეშინოდეს უწყინარი ობიექტის, როგორიცაა ბურთი, მაგრამ არ ეშინოდეს  სიმაღლეზე ასვლის, ან გადმოვარდნის

 

 

- პრობლემები გამოწვეული კუჭ-ნაწლავის სისტემიდან

- ვითარდება ე.წ. დისპეფსია : მუცლის შებერილობა და ტკივილი,

- მადის დაკარგვა, ახირებული კვება, ან შიმშილის შეუგრძნებლობა

- მოგვიანებითი ღებინების რეფლექსი  - დაკავშირებული მყარ საკვებზე გადასვლასთან.

- ზოგჯერ უჭირს საკვების გადაყლაპვა

მოგვიანებით  ადგილი აქვს უკვე გაშავებულ კბილებს ან კბილების დაშლას

 

 

- აქვს განმარტოების სურვილი

- არ ითხოვს ხელში აყვანას, ურჩევნია მარტო ყოფნა

- არ უყვარს მოფერება- იწყებს ტირილს მიახლოვების დროს

- აღგზნებულია  და აწყნარებს მხოლოდ საწოლში დაბრუნება რასაც მყისიერად მისი  დამშვიდება და ძილი მოჰყვება. ან ზოგჯერ  ადგილი აქვს თვით სტიმულაციას (ტანის ქანაობა, ხტუნვა, ტრიალი) .

- შეიძლება გამოხატული იყოს ძილის დარღვევა, ჩაძინების სირთულე, ზერელე  და წყვეტილი ძილი, 

- თავზე რამე ნაჭრის  ან ქუდის ჩამოცმის სიყვარული.

 

 

ძვირფასო მშობლებო, მნიშვნელოვანია  გახსოვდეთ, თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ბავშვს ერთ-ერთი ასეთი ნიშანი აქვს, ეს ჯერ კიდევ არაფერს არ ნიშნავს! ხოლო თუ თქვენ ხედავთ ორ ან მეტ გამოხატულ სიმპტომს, ფრთხილად დააკვირდით ბავშვს 3-4 კვირა, იურთიერთეთ მასთან ყველა სიტუაციაში. თუ სიმპტომები მატულობს და  4 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის  სპეციალისტს.