"მოვიდნენ შეავსეს სამედიცინო სფერო. განათლება არ მიუღიათ, ცოდნა არ აქვთ და რატომ ვთხოვთ ახლა ექიმობას" - მანანა მანჯგალაძე


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

"ექიმები ანტივაქსერები არიანო. და რომელი ექიმები? მე თუ მკითხავ ექიმი ძალიან ცოტა გვყავს. ჩვენ დღეს სისტემაში გვყავს 90-იანებსა და საუკუნის დასაწყისში სარდაფებსა და ოროთახიან ბინებში გახსნილი " უმაღლესების" 100 დოლარიანი დიპლომებით აღჭურვილი პერსონალი. აი ეგ არის არმია, თუ არის და უბრალოდ ქვიათ ექიმები. მოვიდნენ შეავსეს სამედიცინო სფერო. განათლება არ მიუღიათ, ცოდნა არ აქვთ და რატომ ვთხოვთ ახლა ექიმობას. აი ეს გვიქნა მაშინდელმა ორღობის უნივერსიტეტებმა და დიპლომებმა. ექიმებს კიდევ ყველაზე მეტად აწუხებთ ეს პრობლემა, ისევე როგორც სხვა დარგის სპეციალისტებს უვიცი და შტერი კოლეგები." - წერს ჯურნალისტი მანანა მანჯგალაძე, საკუთარ Facebook-ის გვერდზე. 

 

ჟურნალისტი პოსტის საშუალებით, კოვიდ ვაქცინაციის პლატფორმაზე, რეგისტრაციის დაბალ მაჩვენებელს ეხმიანება. მის ამ განცხადებას, არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. 

რეგისტრირებული მედპერსონალის დაბალი მაჩვენებელი, გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც შეაფასა. მისი თქმით  ეს შედეგი ანტივაქსერულ კამპანიას უკავშირდება.