მონტესორის აღზრდის მეთოდი და თამაშის როლი, ბავშვთა ქცევის განვითარებისთვის


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

სამედიცინო პორტალი Tsamali.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას, რომელიც მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობისთვის, მათი სწორად აღზრდისა და ქცევების განვითარებისთვის, მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას და ინსტრუმენტებს გაუზიარებს. 

რუბრიკას გაუძღვება ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი მარიამ გრიგოლია, რომელიც წლებია აღზრდის ამ მიდგომებს პრაქტიკაში, ბავშვებთან და საკუთარ შვილებთან იყენებს.

რუბრიკის ფარგლებში, ქცევის თერაპევტი პერიოდულად გაგიზიარებთ ტექსტურ, ფოტო და ვიდეო მასალას, თუ როგორ მუშაობს აღზრდის ეს მეთოდები პრაქტიკაში. 

 

   მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ, ყველა ჩვენთაგანის რიტმი შეცვალ. ზრდასრული ადამიანისთვის გაცილებით მარტივი გასაგებია არსებული სიტუაცია, თუმცა ბავშვებისთვის ძალიან რთულია იმის გაგება, რატომ არ შეუძლიათ მეგობრების ნახვა, სკოლაში სიარული; რატომ გადაიქცა მსოფლიო ნიღბიანი ადმიანების ადგილად და რატომ შფოთავენ მშობლები განუწყვეტლივ. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ბავშვები ღრუბლებს გვანან, რომლებიც ისრუტავენ ყველა ინფორმაციას, ჩვენს სტრესს, შფოთვას შიშს. ამიტომ მშობლები უნდა ვეცადოთ, რომ მათ მარტივად გასაგები, მოკლე ფრაზებით ავუხსნათ მოცემული სიტუაცია. არ უყუროთ მათი თანდასწრებით ტელევიზორს და ეცადეთ გამოიყენოთ ეს პერიოდი, რათა უკეთ გაიცნოთ შვილები და შეუქმნათ მშვიდი ატმოსფერო.

   ითამაშეთ ერთად - თამაში ეს არ არის მხოლოდ გართობა ბავშვისთვის. მისი საშუალებით ის ვითარდება და სწავლობს ახალ უნარებს, აკეთებს აღმოჩენებს; ეხმარება მეტყველების და აზროვნების ჩამოყალიბებაში.  უფროსებთან ან თანატოლებთან თამაში ბავშვებს ეხმარებათ საკუთარი განცდების გამოხატვაში და მართვაში(სტრესის გამკლავება, ბრაზის შეკავება). თამაში ასევე ამძაფრებს ბავშვის ცნობისმოყვარეობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეხსიერების შეძენაში -  ინფორმაციის შენახვასა და აღებაში. 

 

   თამაშს ბევრი სარგებელი მოაქვს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. ეს აუცილებელია ფიზიკური ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობისთვის, რაც ხელს უწყობს  თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქციების(ეს არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ვსწავლობთ და რომელსაც აქვს სამი განზომილება. კერძოდ, შემეცნება, კონტროლი და მეხსიერება), ენა,სოციალური უნარების(მაგ.თანატოლებთან ურთიერთობა); მოტორული უნარების (მაგ.მოძრაობების კოორდინაცია) განვითარებას. თამაშის წყალობით, მშობლებს შეუძლიათ კიდევ ერთხელ განიცადონ ბავშვობის სიხარული და თავი უფრო ახალგაზრდულად ან ცოცხლად იგრძნონ. მათ ასევე შეუძლიათ ისწავლონ სამყაროს სხვაგვარად დანახვა შვილის თვალით; უკეთ დაამყარონ ბავშვთან კომუნიკაცია და აღმოაჩინონ მათი ინტერესთა სფეროები.

 

 

   პირადად მე მონტესორის აღზრდის მეთოდს ვიყენებ -  “დამეხმარე რომ თვითონ შევძლო”. მონტესორის მეთოდი კონცენტრირებულია ბავშვის სურვილებსა და ინტერესებზე. ბავშვს აქვს ადაპტირებული გარემო, სადაც ყველაფერი მის ასაკზეა მორგებული, 

 

   ჩვეულებრივ მონტესორის ოთახი იყოფა ზონებად. თითოეულ ზონაში ბავშვმა იცის რა რესურსიც ელოდება და თვითონ ირჩევს რისი თამაშიც სურს. 

 

   თამაში პირველი

 

   ასაკის მატებასთან ერთად, აუცილებელია ბავშვის რუტინაში აქტიურად ჩავრთოთ ფაზლებით თამაში. ფაზლის აწყობა ხელს უწყობს გამომსახველობითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ყურადღების მობილიზებას, აღქმას - ფერების, ფორმების, ზომების და ამასთანავე, განავითარებს წვრილმან მოტორიკას. თავდაპირველად შეგიძლიათ დაიწყოთ ერთნაწილიანი ფაზლით, დღეს გაგიზიარებთ თუ როგორ დაამზადოთ ფაზლი სახლში.

 

დაგჭირდებათ:

       
     

თავდაპირველად ამოჭერით გეომეტრიული ფიგურები(თუ ამ ეტაპზე სახლში არ   გაქვთ   ფურცლები შეგიძლიათ მუყაოს დაახატოთ ფიგურები და შემდეგ   გააფერადოთ). დააწებეთ  მუყაოს და შემდეგ გაჭერით სიმეტრიულად შუაში.


     ბავშვს ევალება შეაერთოს ერთნაირი ფორმები. ეს თამაში შეგიძლიათ გახადოთ   მრავალფუნქციური, გააჩნია რისი სწავლა გაქვთ მიზნად. შეგიძლიათ ასწავლოთ   ფერები,  კითხვა - ვთქვათ დააწებოთ მარცვლები "დე და", ოჯახის წევრების   სახელები და   ა.შ.