მოგზაურობა - ჩვენი ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საშუალებაა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
მოგზაურობა - ჩვენი ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საშუალებაა
ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი გარანტირებული საშუალების გამოყენებაზე უარს არასოდეს იტყოდით არა?
იცით თუ არა, რომ არსებობს უამრავი სამეცნიერო კვლევა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ასეთ გარანტირებულ საშუალებად ითვლება სწორედ მოგზაურობა. ამ კვლევების დროს განხორციელებული დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა, რომ მოგზაურობა დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთლობასა და განწყობაზე.
ვისაც მოგზაურობა უყვარს, მათ კარგად იციან, რომ ის საშუალებას აძლევს ადამიანს ხელახლა აღმოაჩინოს სამყარო, საკუთარი თავი და ბუნების სიალმაზით აღფრთოვანდეს ყოველი მოგზაურობისას. თუმცა, იმისათვის, რომ მოგზაურობა პოზიტიური ემოციების მომტანი და დადებითი ზეგავლენის მქონე იყოს, საჭროა სწორად დაგეგმვა, რაც გულისხმობს მისი შემადგენელი ყველა ნიუანსის გათვალისწინებას, კერძოდ, საგულდაგულოდ უნდა შევარჩიოთ სამოგზაურო ქალაქები, სასტუმროები და ავიაბილეთები.
მთავარი დადებითი მომენტი ამ ყველაფერში არის ის, რომ სამოგზაუროდ წასვლა დღეისათვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ჩვენ თავისუფალი ვართ როგორც ტურის არჩევანში, რადგან ის საკმაოდ დიდია, ასევე გადაწყვეტილების მიღებაში - ვიმოგზაურებთ ტურისტული კომპანიის დახმარებით, თუ დამოუკიდებლად. ბოლო ვარიანტი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადაგნ თავად მოგზაურობის პროცესის დაგეგმვა, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად ახორციელებს, უკვე დასაწყისშივე ამაღლებს დადებითი კუთხით ჩვენს განწყობას, რადგან ადამიანს შეუძლია ზუსტად შეარჩიოს ისეთი გარემოს მქონე სასტუმრო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს - იქნება ეს ფეშენებელური ღამის გასათევი, ოჯახური ტიპის სასტუმრო თუ უბრალო ჰოსტელი. აირჩიოს ტური, რომლის დროსაც მოინახულებს ისეთ ადგილებს, რომლებიც მაქსიმალურად დადებითი ემოციების აღუძრავს. თავად განსაზღვროს და დაგეგმოს ფინანსურად რისი შესაძლებლობა აქვს. გაარკვიოს ადგილობრივი ფასები, რა ჯდება კვება, ტრანსპორტით გადაადგილება, ღირსშესანიშნაობების მონახულება და ა.შ.
მაგალითად 2002 წელს ჩატარებული ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანი ამ პროცესში თავს უფრო ბედნიერად გრძნობს. მოგზაურობისას კმაყოფილების განცდა აქვს და იწყებს პოზიტიურად ფიქრს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ზოგად ხარისხზე.
2014 წელს კორნელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანების ბედნიერების ხარისხი გაცილებით მაღალია მოგზაურობისას, ვიდრე მაგალითად შოპინგისას. შესაბამისად, მოგზაურობა უკვე მისი დაგეგმვის დაწყების მომენტიდან ითვლება ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებად.
მოგზაურობა გვეხმარება გავუმკლავდეთ სტრესს და ნეგატიურ ემოციებს.
ალბათ ყველას გქონიათ განცდა და სურვილი, რომ რაც შეიძლება შორს აღმოჩენილიყავით კონკრეტული ადგილიდან. ასეთ დროს სამოგზაუროდ წასვლა ფაქტიურად გაქცევის ტოლფასია. 2013 წელს ამერიკელი ფსიქოლოგების ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მოგზაურობა ამცირებს სტრესს და ნეგატიურ ემოციებს, რადგან ჩვენ მისი დახმარებით ვტოვებთ ადგილს, რომელიც ამ უარყოფითი განცდების წარმოშობის მიზეზი იყო.
ცვალებადი გარემო პირობები, რაც მოგზაურობისას გვხვდება ასევე ახდენს ერთგვარ ემოციურ გადატვირთვას ჩვენში - დასვენება ახალ გარემოში ადამიანს უღვივებს გრძნობებს, კეთილგანწყობას და ამშვიდებს, გასაკუთრებით მაშინ, თუ სამოგზაურო ადგილი ახლოს არის წყალთან.
მოგზაურობისას ნალკებია დეპრესიაში ჩავარდნის ალბათობა.
ცხოვრების თანამედროვე სტილი ზედმეტად დატვირთულია ადამიანიასთვის, რაც იწვევს სტრესს, გაღიზიანებას და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს. ამის გამო, ბევრ ჩვენგანს აქვს ეფექტურობისა და ჯანსაღი მდგომარეობის განცდის ნაკლებობა. როცა მოგზაურობის საშუალება გვეძლევა, სტრესიც გვტოვებს. სიახლის ნახვა და მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები სრულად ცვლის ადამიანის ორგანიზმში გაჩენილ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას უკეთესობისკენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოგზაურობისგან დადებითი ემოციების მისაღბად და იმისათვის, რომ მისი გავლენა პოზიტიური იყოს, საჭიროა სამოგზაურო ტურის დასაწყისშივე სწორად დაგეგმვა, რათა ჩვენი არჩევანი იყოს კომფორტული, გათვლილი ფინანსურად და შესაბამისად გარემო პირობებიც ისე შერჩეული, რომ დასვენებისგან მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება.
დაგეგმვისას პირველ რიგში