მიხაილ ლაბაკოვსკის რჩევები ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

დამიჯერე, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, შენი ცხოვრება ძალიან მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. კარგი ის არის, რომ ამ რჩევებში რთული არაფერია!


გაიხადე "ქუსლიანები" და მოიშორე სექსუალური სამოსი

ნებისმიერი მოუხერხებელი სამოსი ან ფეხსაცმელი — არის ნიშანი იმისა, რომ ქალი ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს ყველას, რასაც სინამდვილეში არ წარმოადგენს. მე არ შევხვედრივან არცერთ ქალს, რომელიც ფიქრობს, რომ ზამთარში ქუსლიანი ფეხსაცმელი კომფორტული და მოხერხებულია. თუმცა, ძალიან ბევრი ქალი იტანჯება ამ მოუხერხებელი კონსტრუქციის ტარებით. მერწმუნე, ფეხების სილამაზეს არაფერს დააკლებს ანატომიურად გამართლებული 4-5 სმ სიმაღლის ქუსლი, არც სპორტული ფეხსაცმელი დაუშავებს რამეს. ქვედაბოლოს სიგრძესაც არ აქვს მნიშვნელობა, ისევე როგორც დეკოლტეს სიღრმეს. პირიქით, რაც უფრო შენი გარეგნობის შესაფერისად ხარ, მით უფრო მოსაწონია ეს და არა მაშინ, როცა ცდილობ ხელოვნურად მოაწონო ვინმეს თავი - ეს შედეგად მოგიტანს იმას, რომ ურთიერთბის სახით მიიღებ სულ სხვა რამეს, ვიდრე იმას რაც გსურს.


ნუ ეცდები ვინმეს მოეწონო

თუ შენ ხვდებით, რომ პარტნიორისგან განსხვავებული გემოვნება და მიდგომები გაქვს, მაგალითად კერძებში, ნუ შეეცდები დაიყწოთ იმის სწავლა, თუ რგორ მოამზადო მისთვის სასურველი კერძი. თუ შენ პიცა გიყვარს, მას კი მაღალი დონის სამზარეულო, ნუ ეცდები გაზქურასთან დადგე, რეცეპტების წიგნი დაიდო და რაიმე მოამზადო - თავად მოგიმზადოს ბულბულის ენა ბეშამელის სოუსით.


დაივიწყე პლასტიკური ქირურგია

ნევროზის და საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის განცდის არქონის ნიშანია — საკუთარი გარეგნობის გამოსწორების სურვილი. ეს არ ეხება აშკარა ფიზიკურ ნაკლს, როგორიცაა დიდი მეჭეჭი ცხვირზე ან დაზიანებული ძგიდე, რომლის გამო სუნთქვა გიჭირთ - ეს სხვა საქმეა. სხვა შემთხვევაში შენ საკუთარ თავს ამახინჯებ, რადგან უნიკალური მონაცემებით ხარ დაბადებული და ცდილობ გახდე სტანდარტული - თხელი, აპრეხილი ცხვირით, დაბერილი ტუჩებით... ამის გამო არავის არც შეუყვარდები და არც შეძულდები...
 

თუ მასთან ურთიერთობა გძაბავს - დაშორდი

ნუ შეგეშინდება მარტო დარჩენის. არცერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ საკუთარი თავი დაძაბულობაში ამყოფო, დაექვემდებარო, საკუთარი სურვილები და მოთხოვნები დათრგუნო. არც ერთი!


ნუ იფიქრებ, რომ ეს ბოლო სიყვარულია შენ ცხოვრებაში

მაშინაც კი, თუ შენი ურთიერთობა იყო განსაკუთრებული, ყველანაირად დადებითი, გაგონდება ბევრი კარგი მომენტი, რაც თქვენს შორის იყო, მაინც ნუ იფიქრებ, რომ ეს ბოლო სიყვარულია. გავა დრო და ყველაფერი კარგად იქნება, ისევ შეხვდები სასურველ ადამიანს, ყველაფერი იმაზე უკეთესად იქნება, ვიდრე მანამდე. მთავარია განვლილი გამოცდილება გაკვეთილი იყოს შენთვის და ისწავლო შეცდომებზე...


ნუ გაიხსნები ბოლომდე

რაც არ უნდა ახლო ურთიერთობა გქონდეს მამაკაცთან, საჭიროა საკუთარი ცხოვრების და ინტერესების ქონა. ნუ ეცდები შენი ცხოვრება მისი ცხოვრების სტილს მოარგო. თავიდან მოგეჩვენება, რომ ეს რთული არ არის და მას სიამოვნებს ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ სინამდვილეში, თუ მამაკაცს ნამდვილად უყვარხარ, მისთვის სასიამოვნო მხოლოდ ის იქნება, რომ შენ მრავალმხრივ განვითარდები, საინტერესო ადამიანი იქნები, რომელიც დროს უთმობს საკუთარ თავსა და ინტერესებს. თავიდან შეიძლება შენი მხრიდან გამოჩენილი მიდგომა და დათმობები სასიამოვნო იყოს მამაკაცისთვის, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ დროთა განმავლობაში ეს ვალდებულება გახდება და შემდეგ საკუთარი თავისა და ინტერესებისთვის ვეღარც დროს გამონახავ და სამტკიცებელი გექნებათ, რომ ეს გჭირდება.


არ აწარმოო მოლაპარაკებები შუამავლების გამოყენებით

მნიშვნელობა არ აქვს სამსახურში, ოჯახში თუ სამეგობრო წრეში - არასოდეს გაარკვიო ურთიერთობა მესამე პირის გამოყენებით. ვინმეს ქცევა თუ არ მოგწონს, უთხარი მას პირდაპირ. ერთი-ერთზე გარკვეული კონფლიქტი ყოველთვის უფრო ეფექტურად გვარდება, ვიდრე «მომლაპარაკებლების» ჩართვისას.


გახსოვდეს: პრობლემა შენში არ არის

დანაშაულის გრძნობა — საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის არქონის ნიშანია. ამ გრძნობის ქონა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ნევროზული და თავდაჯერებულობის არმქონეა. მნიშვნელობა არ აქვს ამბიციური, უხეში ხასიათის ეგოისტი ხარ, რომელმაც საჭმლის მომზადებაც კი არ იცის, თუ წყნარი, კეთილგანწყობილი და გახსნილი ადამიანი, რომელსაც რომანების კითხვა უყვარს, გახსოვდეს, რომ შენ ისეთი ხართ, როგორიც ხარ. ყოველთვის უთხარი საკუთარ თავს: "მე ასეთი ვარ და ყველაფერი მომწონს, რაც მახასიათბს. ვისაც არ მოსწონს - ჯანდაბამდეც გზა ჰქონია".


რეაქციების მიხედვით ნუ შეაფასებ მამაკაცებს

მარტივად რომ ვთქვათ, ნუ დაიწყებ მამაკაცში სარკესავით ყურებას, შენი ქცევის შეფასებას ნუ მოითხოვთ, ნუ გაგიჩნდება სურვილი მამაკაცმა შეგაფასოს იქედან გამომდინარე, თუ რა შეხედულებები აქვს ცხოვრებასა და მშვენიერებაზე. ქალების უმრავლესობა საკუთარ თავს მამაკაცის პრიზმის გავლით ხედავს, თუ მას მოსწონს სრულყოფილებას განიცდიან, თუ არადა მიიჩნევენ, რომ არარაობები არიან. ასეთი მიდგომა ანგრევს ადამიანის პიროვნებას და იწვევს ნევროზული მდგომარეობის გამძაფრებას. თუ მამაკაცს არ მოსწონხარ, შეუძლია მოძებნოს სხვა, რა პრობლემაა? შენ ისეთი ხარ, როგორიც ხარ და თუ მიუღებელია ეს ყველაფერი მამაკაცისთვის, მაშინ შენ რატომ უნდა გინდოდეთ მასთან ურთიერთობა?


მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ გამოყურები, არამედ ის, თუ რას გრძნობ

მამაკაცები დიდ ყურადღებას აქცევენ ქალის შინაგან მდგომარეობას. როგორი ჩაცმულ-დახურული, როგორი მოსაუბრეც არ უნდა იყოს ის, მათი ყურადღება პირველ რიგში ექცევა იმ ფაქტორს, რომ გაარკვიონ ბუნებრივია თუ არა ქალის ასეთი მდგომარეობა. ამ საკითხების მეტ-ნაკლებად გარკვევის შემდეგ მამაკაცი წყვეტს წავიდეს თუ არა ქალთან ურთიერთობაზე.


ნუ გაგიტაცებს "დანაწევრება"

ამ ტერმინში იგულისხმება საკუთარი თავის ნაწილობრივი მიღება. მაგალითად, ფეხები მოგწონს, თვალები - არა. შენი სხეული ერთიანი და განუყოფელია. არასწორი მიდგომაა, როცა საკუთარ თავს უარყოფითად და მუდმივად კრიტიკულად უდგებით, განსაკუთრებით გარეგნობის მხრივ. მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ (ეს არ ეხება სერიოზულ ფიზიკურ ნაკლს, რომელიც გაწუხებთ და გამოსწორებადია).


დაიმახსოვრე: ის არ შეიცვლება

ადამიანები ძალიან იშვიათად იცვლებიან, ძირითადად ძალიან რთული და მძიმე განცდების შემდეგ. თუ ადამიანში ცვლილებას ხედავ უნდა მიხვდე, რომ ის ან თავიდანვე გაჩვენებდა თავს, ან რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, ემოციურად მძიმე და ჩაიკეტა ამის გამო, ან სულაც შეიძლება, რომ შენ ყურადღებას არ აქცევდი მანამდე ამ დეტალებს მის ხასიათში. ერთი რამ ფაქტია, ადამიანის შეცვლა ნაკლებად მოსალოდნელია, ის უბრალოდ ისეთია, როგორიც არის.


ისაუბრე საკუთარ გრძნობებსა და სურვილებზე

გახსნილად ისაუბრე იმაზე თუ რა მოგწონს და რა არა. პირველ რიგში გაითვალისწინე, რომ ტელეპათები არ არსებობენ და მითუმეტეს მამაკცი ვერ მიხვდება როგორ უნდა მოიქცეს შენთან, თუ არ ეტყვი შენს დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი, რა მოგწონ, რა არ მოგწონ და ა.შ. მეორე - რაც უფრო ადრე გაარკვევ მას რა არის დასაშვები შენთან ურთიერთობისას და რა არა, მით უფრო მალე გაერკვევი არის თუ არა ის ადამიანი ისეთი, როგორიც გინდა რომ გვერდით გყავდეს. თუ მამაკცს უყვარხარ და აინტერესებ, ის თავიდანვე გაიგებს ყველაფერს, ნევროტიკისთვის კი პირველ ადგილზე მაინც საკუთარი კომფორტი დარჩება, თუ ასეა, უნდა იცოდე, რომ ის არ შეიცვლება და არც ეცადო საამისოდ რამე გააკეთო...  

 

ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი

კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა