მითები და რეალობა ფეხმძიმე ქალების ტოქსიკოზზე
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ალბათ ბევრი რამ გსმენია ტოქსიკოზზე. შესაძლოა გამოგიცდია კიდევაც. თუმცა, ამ საკთხთან დაკავშირებით ბევრი მცდარი აზრი ვრცელდება. წარმოდგენილი სტატია დაგეხმარება გაერკვე ტოქსიკოზთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებსა და რეალობაში.
ფეხმძიმობის პირველ ეტაპზე საჭიროა გამოიყენო ისეთი გართულებები, რომლებიც ექიმის ჩარევას საჭიროებს, და ისეთი, რომლებიც უბრალოდ უსიამოვნო სიმპტომებს წარმოადგენს.
ფეხმძიმე ქალები ძალიან მგრძნობიარენი არიან ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილების მიმართ. ამიტომ, ისეთი მოვლენა, როგორიცაა ტოქსიკოზი, საკმაოდ ბევრ შკითხვებს აჩენს: არის თუ არა ეს საშიში ბავშვისთვის? რას უნდა ნიშნავდეს ეს? - ამ სტატიაში თავმოყრილია ტოქსიკოზთან დაკავშირებით ყველაზე მეტად გავრცელებული მითები.
- ტოქსიკოზი ფეხმძიმობის განუყოფელი ნაწილია
რეალურად - ტოქსიკოზს წარმოშობს სტრესი, გადაღლა, მოწევა, ალკოჰოლი.
მართალია ფეხმძიმობა ორგანიზმში უამრავ ცვლილებებს იწვევს, რაც ხშირ შემთხვევაში ცუდად აისახება ქალის მდგომარეობაზე, მაგრამ ეს უკლებლივ ყველა შემთხვევას ნამდვილად არ ეხება. მომავლ დედებს ყველაზე ხშირად ახასიათებთ ძილიანობა, გულისრევის მსუბუქი შეგრძნება ან გარკვეული პროდუქტის ჭამის სურვილი. თუკი ფეხმძინობას თან ახლავს ძლიერი გულისრევა და გულყრა, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ შეცვალოთ ცხვორების წესი და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. - თუ ქალს ფეხმძიმობისას გული ერევა - გოგო ეყოლება
სპეციალისტებმა ვერე შეძლეს დაედგინათ რაიმე კავშირი ფეხმძიმე ქალის გულისრევის სიმპტომსა და მომავალი ბავშვის სქესს შორის. თუმცა, ექიმები თანხმდებიან იმაზე, რომ ფეხმძიმობის რთული სიმპტომები, მათ შორის გულისრევის ძლიერი შეგრძნება ან ღებინება აღენიშნებათ იმ ქალებს, რომლებსაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავი, თირკმელები და სისხლძარღვები. რისკჯგუფში შედიან ასევე ჭარბწონიანი და მავნე ჩვევების მქონე ქალბატონები. - არაფერი საშიში ტოქსიკოზში არ არის, ის თავისით გაივლის
სპეციალისტები გამოყოფენ ადრეულ და გვიანდელ ტოქსიკოზს, რომელსაც ჰესტოზს უწოდებენ. პირველ შემთხვევაში ქალს სიმპტომები ეწყება 4-5 კვირიდან და ეს პრაქტიკულად უსაფრთხოა ბავშვისთვის, ხოლო მეორე შემთხვევა - ჰესტოზი, ვლინდება მესამე ტრიმესტრში, რასაც თან ახლავს წნევის აწევა და შარდში ცილების მომატება. ეს სიმპტომები უკვე არის სერიოზული მიზეზი ჯანმრთელობაზე სასწრაფო ზრუნვის დასაწყებად, რაც ეხება არამარტო დედას, არამედ ნაყოფსაც: ჰესტოზს შესაძლოა მოჰყვეს კრუნჩხვები, რაც ართულებს მშობიარობას და საკმაოდ ნეგატიურად აისახება ნაყოფზე.
მომავალი დედა ექიმთან უნდა მივიდეს, თუ მუდმივად ცუდად გრძნობს თავს და ნორმალურად ვერ იკვებება. პირველ ტრიმესტრში წონის მკვეთრი დაკლებისას საჭიროა პირად ექიმთან კონსულტაციის გავლა, რადგან, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები.
როგორ გავუმკლავდეთ ტოქსიკოზს:
- მომავალმა დედამ ყოველდღიურად უნდა ისეირნოს სუფთა ჰაერზე მინიმუმ ნახევარი საათი
- ფეხმძიმე ქალებმა უნდა მიირთვან პატარა პორციებით, მაგრამ ხშირად, იდეალურ ვარიანტში - ყოველ 2 საათში
- გულისრევის შეგრძნებასთან გამკლავებისთვის კარგია პიტნის ნახარში ან ჯინჯერის ნაყენი, ასევე მინერალური წყალი
- თუ დილით ადგომა რთულია, წახემსება შესაძლებელია მსუბუქად, იქვე მომარაგებული პროდუქტით - ორცხობილით ან ვაშლით. გულისრევის შეგრძნებას ასევე ხსნის ბროწეულის მარცვლების და ორცხობილას ჩაწუწვნა
გინეკოლოგების სანახავად გადადით ბმულზე : გინეკოლოგი