მიირთვით ეს პროდუქტები კარგი განწყობისთვის


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

თუ გაინტერესებთ რომელი გასტრონომიული პროდუქტი გჭირდებათ სიჯანსაღისა და განწყობის ამაღლებისთვის, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის.

იმის თაობაზე, რომ ჩვენს რაციონსა და ემოციებს შორის მჭიდრო კავშირია, ბევრი ექსპერტი საუბრობს, მათ შორის ინგლისელი დიეტოლოგი - პატრიკ ჰოლფორდიც (Patrick Holford), რომელიც ასევე არის წიგნის «The Feel Good Factor»-ის ავტორი. «საკვები – უძლიერესი ინსტრუმენტია, თუმცა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მისი გავლენა ხშირად ავიწყდებათ», – აცხადებს ის.

როგორ მოქმედებს საკვები ჩვენს მდგომარეობაზე? დამტკიცებულია, რომ ის მოქმედებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე, ჰორმონებსა და ნეიროტრანსმიტერებზე (ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გამომუშავება ხდება თავის ტვინში და ზეგავლენას ახდენენ ჩვენს განწყობაზე). დოქტორ ნიშა დჰავანის (Nishi Dhawan) აზრით, ეს პროცესები განსაზღვრავენ ჩვენს ემოციებს, კონცენტრაციისა და ენერგიის დონეს.  

ცილები, ნახშირწყლები და ვიტამინები, რომლებიც პროდუქტების შემცველობაშია, მუშაობს მეტაბოლიზმის, ჰორმონების და ნეიროტრასმიტერების ორგანიზმში გამომუშავების მიზნით, ამ ნივთიერებების ნორმალური გამომუშავება-წარმოქმნა კი თავის მხრივ ქმნის მდოგმარეობას, რომელიც ადამიანს საკუთარი განწყობის გაკონტროლების საშუალებას აძლევს. «ალკოჰოლის, შაქრის და კოფეინის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება ცუდი განწყობა გამოიწყვიოს, რადგან ეს პროდუქტები იწვევენ ნერვულ სისტემაში ანთებით პროცესებს», – აცხადებს დოქტორი დჰავანი.

საკვები პროდუქტის გარკვეული თავისებურებების ცოდნა და საკუთარი რაციონის შედგენა ამის გათვალისწინებით მარტივია და ხელს შეუწყობს თქვენი ემოციური განწყობის გაკონტროლებას. მაშ ასე, რომელი პროდუქტი უნდა მიირთვათ ჯანსაღი მდგომარეობისა და კარგი განწყობისთვის:

მშვიდი და მოშვებული რომ იყოთ

გამოიყენეთ გოგრის მარცვლები, მწვანილი და ნუში. მაგნიუმი, რომელსაც ეს საკვები პროდუქტი შეიცავს, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დამამშვიდებელ მინერალს, მაგრამ მისი მარაგები ორგანიზმში იცლება მაშინ, როცა ვნერვიულობთ. ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ძლიერი სტრესის ქვეშ არიან, Medical Hypotheses-ში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ურჩევენ დამატებით გამოიყენონ 150 მლ.გრ. მაგნიუმი განწყობის ასამაღლებლად. ზემოთ აღნიშნული პროდუქტები ასევე ხელს უწყობს კარგ ძილის, რადგან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ და ორგანიზმში ზრდიან გამა-ამინოზეთოვანი მჟავის და ტრიპტოფანის შემცველობას.

უარს ნუ ეტყვით საკუთარ თავს, დროდადრო ერთი ჭიქა ღვინო მიირთვათ. «ერთი ჭიქა თეთრი ან წითელი ღვინის მიღება კვირაში რამოდენიმეჯერ, ხელს უწყობს სისხლში ადრენალინის ჰორმონის დონის დაწევას, რაც ასევე იწვევს მოდუნებას და მეხსიერების გაუმჯობესებას», – აცხადებს დოქტორი ჰოლფორდი.

იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ

სატაცური, ლობიო, ბარდა, კვერცხის გული, მზესუმზირა, ისპანახი, ხორცი, თევზი და ფრინველის ხორცი – ეს საკვები პროდუქტები მდიდარია ფოლიუმის მჟავით (განსაკუთრებით სატაცური, ლობიო, ბარდა, კვერცხის გული, მზესუმზირის მარცვლები, ისპანახი და ღვიძლი), B6 ვიტამინით (მწვანილი და მარცვლეული) და B12 ვიტამინით (დიდი რაოდენობით არის თევზში, ქათმის და საქონლის ხორცში). В ჯგუფის ვიტამინები მუშაობენ იმისათვის, რომ ორგანიზმში მოხდეს ჰომოცისტეინის დაბალი დონის შენარჩუნება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ამინომჟავას, რომლის მაღალი დონე იწვევს დეპრესიას, განსაკუთრებით ქალებში, რაც დადასტურდა Archives of General Psychiatry-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით. გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ თუ ორგანიზმში ჰომოცისტეინის დონე 15-ზე მაღალია (ნორმა შეადგენს 7-ს და უფრო ნაკლებს), იმის შანსი, რომ ქალს დეპრესია და დათრგუნული ხასიათი ექნება, იზრდება ორჯერ. B6 ვიტამინი ხელს უწყობს თირკმლისზედა ჯირკვლებს ადრენალისნის გამომუშავებაში, რომელიც თავის მხრივ აკონტროლებს ორგანიზმის რეაქციას სტრესზე. ორგანიზმში სტრესის დროს მეტაბოლიზმისას ხდება გაცილებით დიდი რაოდენობის B6 გახარჯვა, ამიტომ, საჭიროა მისი მარაგის დროდადრო შევსება. ასევე, B6 ვიტამინს შეუძლია შეამსუბუქოს პრემენსტრუალური სინდრომები.

მწვანილი, პარკოსნები, თხილი და კვერცხი – მდიდარია В ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს ნეიროტრანსმიტერების შექმნაში ეხმარება და შფოთვის დონეს ადაბლებს. «ქალის ორგანიზმში, როგორც წესი, სეროტონინის დონე საკმაოდ დაბალია, რაც გამოწვეულია იქედან, რომ ქალის სხეული სტრესსა და დაძაბულობაზე უფრო მწვავედ რეაგირებს, ვიდრე მამაკაცის. ამიტომ, ქალის ორგანიზმში კარგი განწყობის შესანარჩუნებლად საჭიროა სეროტონინის მეტი დოზა, რადგან მისი მარაგი სწრაფად იცლება. განწყობის გასაუმჯობესებლად ასევე შესაძლებელია დამატებით B12 ვიტამინის მიღება, ოღონდ მკურნლ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ», – აცხადებს დოქტორი ჰოლფორდი.

ხახვი, სალათის ფოთლები და პომიდორი - ამ პროდუქტებში შემავალი ქრომი ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, რაც კარგი განწყობის ამოსავალი წერტილია. ქრომი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის დონის ამაღლებას. Biological Psychiatry-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ თქვენ დაღლილობას გრძნობთ და ცუდ განწყობაზე ხართ, ეს დიდი ალბათობით ატიპიური დეპრესიის ბრალია, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ქრომის ნაკლებობით. კვლევისას ადამიანების 70%-მა აღნიშნა, რომ მდგომარეობა გაუუმჯობესდათ მას შემდეგ, რაც რვა კვირის მანძილზე დამატებით იღებდნენ ქრომს.

თევზი, მარცვლეული და სხვადასხვა საზის ზეთები - ეს არის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ომეგა-3-ის ცხიმმჟავას, რაც თავის მხრივ ორგანიზმს იცავს დეპრესიისგან და ამ მდგომარეობიდან გამოსვლას უწყობს ხელს. «კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის დეპრესიის დონის განსაზღვრა მათ მიერ გამოყენებული ზღვის პროდუქტების რაოდენობიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტ თევზს მიირთმევენ, მით უფრო ნაკლებია თვითმკვლელობის ფაქტები, ასევე იკლებს მკლელობების მაჩვენებელიც. ჩვენი ტვინის 60% არის ცხიმები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს «აუცილებელ ცხიმებს» და შემადგენლობით ახლოს დგანან თევზის ქონთან. ამ ცხიმების მარაგის შევსება საჭიროა იმ საკვებით, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ - ასეთ დროს დადებითი ემოციები უფრო ჭარბად გვექნება. გარდა ამისა, კვლევებით გაირკვა, რომ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობაც ცუდი განწყობის მიზეზი შეიძლება გახდეს, თევზის ქონში კი ამ ვიტამინის კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია», – აცხადებს დოქტორი ბალ პავა (Bal Pawa)

ქათმის ხორცი, საქონლის მჭლე ხორცი, მოლუსკები და ფაფეულისთვის განკუთვნილი მარცვლეული შეიცავენ ამინომჟავა ტრიტოფანს, რომელიც ასევე ხელს უწყობს სეროტონინის წარმოქმნას ორგანიზმში. ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ მხრივ, რომ ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეროტონინის სწორად ათვისებისთვის ფაფეულისთვის განკუთვნილი მარცვლეული უნდა მიირთვათ ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც მდიდარია ცილებით.

ენერგიულობისთვის

ისპანახი, ბულგარული წიწაკა, მოლუსკები და სხვა ზღვის პროდუქტები შეიცავენ რკინას და В12 ვიტამინს, რომელთა ნაკლებობაც იწვევს ანემიას, რაც თავის მხრივ სისუსტისა და ენერგიის უქონლობის მიზეზი ხდება. ამის თავიდან აცილების მიზნით, გაზარდეთ ცილების და B12 ვიტამინის შემცველი პროდუქტების რაოდენობა რაციონში - მოლუსკები, მიდიები, რვაფეხა და ღვიძლი, ასევე მწვანილი და განსაკუთრებით ისპანახი.

კვერცი, ცხვრის ხორცი და საქონლის მჭლე ხორცი – ყველა ეს პროდუქტი შეიცავს ტიროზინის ამინომჟავას, რომელიც ხელს უწყობს დოფამინის ნეიროტრანსმიტერების დონის გაზრდას ორგანიზმში. აღნიშნული ნივთიერება ტვინს ეხმარება გამოღვიძებასა და მთელი ძალით ფუნქციონირებაში. «ამასთან, თუ თქვენ კარგად გამოიძინებთ, დროულად შეჭამთ, დაუმატებთ ფიზიკურ ვარჯიშს, თავს იგრძნობთ მხნედ და ენერგიულად», – აცხადებს ექიმი-ჰომეოპათი ბრაის ვაილდი (Bryce Wylde).

 

 

 

ყურადღებისა და კონცენტრაციისთვის

ავოკადო, ბანანი, პარკოსნები და ქათმის ხორცი – ეს 4 პროდუქტი შეიცავს ტიროზინს, რომელიც ხელს უწყობს კონცენტრაციაზე პასუხისმგებელი დოფამინისა და ნორადრენალინის გამომუშავებას.

მარცვლეული, თხილი, პარკოსნები - ეს პროდუქტები შეიცავენ თუთიას, რაც ხელს უწყობს ომეგა-3 ცხიმმჟავას და ორგანიზმში არსებული სხვა მცენარეული ცხიმების გარდაქმნას პროსტაგლანდინად. ეს არის ნივთიერება, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს კონცენტრაციის დონის შენარჩუნებაში.

წყალი - «გაუწყლოება შეიძლება იყოს ცუდი კონცენტრაციის და ენერგიის უქონლობის მიზეზი, ამიტომ შეეცადეთ ყოველდღიურად ბევრი წყალი დალიოთ, რათა მოხდეს ორგანიზმში წყლის უკმარისობის შევსება», – აცხადებს დოქტორი ბალ პავა.

დეპრესიის თავიდან ასაცილებლად

გვირილის ჩაი ლიმნით  - «ბალახეული ჩაი გვირილით ადაბლებს შფოთვის დონეს, ხოლო А და С ვიტამინები, რომლებსაც ლიმონი შეიცავს, ეხმარებიან თირკმლისზედა ჯირკვლებს და იმუნურ სისტემას სტრესთან მარტივად გამკლავებაში», – აცხადებს დოქტორი ნიშა დჰვანი

ძლიერი სტრესის პერიოდში, С ვიტამინი ორგანიზმის მიერ აქტიურად გამოიყენება და მისი მარაგი სწრაფად იცლება. ამიტომ, ამ ვიტამინის ნაკლებობის მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან სტრესისადმი მიდრეკილნი და ხშრად შფოთავენ.

ზღვის პროდუქტები, ბრაზილიური კაკალი, საქონლის მჭლე ხორცი, მარცვლეული და პარკოსნები შეიცავენ სელენს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს დაძაბულობას, სტრესს, შფოთვას და მსუბუქი ფორმის დეპრესიას. ეს ხდება იმიტომ, რომ ამინომჟავა ტიროზინი, რომელიც ამაღლებს «ბედნიერების» ჰორმონის - დოფამინის დონეს ორგანიზმში, ვერ ფუნქციონირებს სრულფასოვნად ორგანიზმში სელენის ნაკლებობის პირობებში. ტეხასის უნივერსიტეტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ექსპერიმენტის 16 მონაწილეს, რომლებიც 7 კვირის მანძილზე იღებდნენ სელენის შემცველობის დანამატებს, შეუმცირდათ შფოთვისა და დეპრესიული მდგომარეობის დონე.

სწორად შედგენილი რაციონი ნამდვილად დაგეხმარებათ დეპრესიული და სტრესული მდგომარეობის დაძლევაში. ყურადღება მიაქციეთ რით იკვებებით და მიეცით საშუალება საკუთარ თავს, რომ ყოველი დილა იწყებოდეს ღიმილით!