მეხსიერების გაუმჯობესების 9 უჩვეულო მეთოდი
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ჩვენი ტვინი იდუმალი „კომპიუტერია“ და როდესაც უცებ აღმოაჩენ, რომ არ გახსოვს ვინმეს სახელი ან დილით რა ჭამე, შენს თავზე ბრაზდები.
მაგრამ საქმე ასე ცუდადაც არაა. კარგი ამბავი ის არის, რომ მეცნიერებმა მსგავს "სკლეროზთან" საბრძოლველად ახალი მეთოდები შეიმუშავეს. ამ მეთოდების ეფექტურობა (რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს) კვლევის შედეგად დადასტურდა და ისინი ნამდვილად შეუწყობენ ხელს მოკლევადიანი მეხსიერების გაუმჯობესებას.
ვინ არ ყოფილა სიტუაციაში, როდესაც მტკიცედ შედიხარ ოთახში და მოულოდნელად აცნობიერებ, რომ... ვერ იხსენებ რატომ შედიოდი. ან კიდევ: ვიღაც გესალმება, შენც საპსუხოდ უღიმი და ხელს უქნევ, მაგრამ აზრზე არ ხარ ვინაა და საიდან იცნობ. კარგი, ყველაზე საყვარელი მომენტი: ჩაირბინე მაღაზიაში ზეთის საყიდლად და ამოიტანე ფორთოხალი, ნაყინი, კარტოფილი, მაგრამ... ზეთი დაგავიწყდა.
როგორი გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი!
მეხსიერების გაუარესების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მაგალითად, გონების პრობლემებითა და უამრავი სისულელით გადატვირთვა, უყურადღებობა, გაფანტულობა და ა.შ. ეს ყველაფერი უმეტესად ასაკში ვლინდება, თუმცა ახალგაზრდებშიც ხშირია მსგავსი შემთხვევები ამის მიზეზი კი ძირითადად გადაღლაა.
თუმცა არაფერია მოუგვარებელი. მიჰყევი ამ წესებს და ნახავ, როგორ გაგიუმჯობესდება მეხსიერება. არ შეგეშინდეს, თუ ზოგიერთი ტექნიკა უცნაურად მოგეჩვენება. ეს ნორმალურია და ასე უფრო სახალისოც კია!
- რაიმეს სწავლისას ან დამახსოვრებისას საღეჭი რეზინა დაღეჭე - კვლევით დამტკიცდა, რომ კევის ღეჭვისას ჩვენი ტვინის ის უბანი აქტიურდება, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი.
- ჰორიზონტალურად ამოძრავეთ თვალები - კი, შეიძლება გვერდიდან ვინმე დააბნიოთ “რას აკეთებს ესო”, მაგრამ ამით უკეთ დაგამახსოვრდებათ მნიშვნელოვანი ფაქტები.
- მომუშტე ხელები - დიახაც! სწორედ ამიტომაც მუშტავ ხელებს, როდესაც ბრაზდები. ასე უკე იმახსოვრებ წყენასა და ცუდ ამბებს.
- წერე განსხვავებულად - როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, როდესაც თვალი მისთვის მიუჩვეველ ფონტს/შეიფტს/კალიგრაფიას ხედავს უკეთ ამახსოვრდება.
- ხატე მოსმენისას - ტყუილად გვეჩხუბებოდნენ სკოლაში, ნუ ხატავ მისმინეო, თურმე ხატვა გვეხმარება ინფორმაციის უკეთ გადამუშავებასა და დამახსოვრებაში.
- იცინე ბევრი - სიცილია ყოველთვის საუკეთესო რჩევაა. აქაც კი!
- აკონტროლე პოზა - გაგიკვირდება და დიდი მნიშვნელობა აქვს თუ, რა პოზაში ხარ, როდესაც რამის დამახსოვრებას ცდილობ. წესით მარტივია, ისე არ უნდა იჯდე ლამის რომ ჩაგეძინოს.
- იკვებე სწორად - მეხსიერებისთვის კარგია: ბოსტნეულის, ხილისა და ომეგა 3-ით გამდიდრებული საკვების მიღება.
- მედიტაცია - არაა აუცილებელი მთელი ცხოვრება მედიტაციით იყო დაკავებული. დაიწყე დღეიდან და ნახავ, როგორ დაგეხმარება ეს!