მელანომა - მითები და პროფილაქტიკა
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ულტრაიისფერი გამოსხივების საშიშროების შესახებ ბევრი საუბრობს, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ სანაპიროებზე საათობით მზის აბაზანების მიღებასა და სოლარიუმებში რეგულარულად სიარულს.
გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ მელანომის საფრთხე: ახლა კი მოდით, დავუბრუნდეთ მითებს კანის კიბოზე და ვისაუბროთ პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
დასაწყისისთვის განვიხილოთ მელანომის არსი. ზოგადი ონკოპათოლოგიების სტრუქტურაში,
კანის ავთვისებიანმა ნეოპლაზიებმა მესამე ადგილი დაიკავეს. არსებობს კანის სიმსივნის რამოდენიმე ტიპი, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მელანომა - შედეგების თვალსაზრისით, ყველაზე რთული და სერიოზული ფორმა.
სპეციალისტების აზრით, მელანომა, ისევე როგორც კანის კიბოს სხვა ფორმები, მულტიფაქტორულია, რაც გულისხმობს გამომწვევი მიზეზების სიმრავლეს, მაგრამ ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ უმთავრესი მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივებაა, რომელიც ასოცირდება სოლარიუმებთან და მზის აბაზანებთან. ამ ფონზე, უნდა გვახსოვდეს ის ფაქტიც, რომ მზის აქტივობამ ბოლო 400 წლის განმავლობაში პიკს მიაღწია და აგრძელებს ზრდას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კანის კიბოს ფორმებიდან მელანომა 10%ში გვხვდება, მაგრამ მისი გამოსავლის 80% ლეტალურია.
საშინელებაა არა? ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.
გარდა ამისა, მელანომით დაავადების რისკი გამუდმებით იზრდება. ბოლო 40 წლის განმავლობაში, მსოფლიოში აღინიშნა მისი გამოვლენის სამჯერ გაზრდილი ტენდენცია.
მელანომა ვითარდება მელანოციტებიდან, რომლებიც გამოიმუშავებენ პიგმენტ მელანინს- ის იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. მაგრამ თუ ეს უკანასკნელი უხვად მოდის, მელანოციტების გენეტიკური მასალა ზიანდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უკონტროლო რეპროდუქციისა და სიმსივნის განვითარების რისკი იზრდება.
ამ სტატიაში გაეცნობით, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი მელანომისგან, მანამდე კი გავეცნოთ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი.
„მე არ მაქვს თანდაყოლილი ლაქები და შესაბამისად, ეს პრობლემა მე არ მეხება“ -ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, ერთ რამეში მართლები არიან, თანდაყოლილი ლაქებით დაბადებულები, კიბოს განვითარების რისკ ჯგუფში შედიან, მზაკვრული მელანომა ხშირად ინიღბება ლაქებისა და ხალების ქვეშ, მაგრამ თუ ლაქები არ გაქვთ, არ ნიშნავს, რომ უნდა მოდუნდეთ. ლაქების არქონა არ არის ხელშეუხებლობის გარანტი.
„ უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მელანომა უმეტეს შემთხვევებში ვითარდება დე ნოვო, რაც გულისხმობს კიბოს განვითარებას უცვლელი კანის ფონზე", - ამბობს დერმატოვენეროლოგი ნიკოლაი პოოტაევი. რისკის ქვეშ არიან ადამიანები წითური ან ღია ფრის თმით, ცისფერი ან ღია ნაცრისფერი თვალებით, ჭორფლით. ულტრაიისფერი გამოსხივების საპასუხოდ, მათი სხეული არასაკმარისად აწარმოებს დამცავ მელანინს.
ლაქების მოცილება არ ნიშნავს პრობლემისგან თავის დაღწევას. დაიმახსოვრეთ, არ ჩაიტაროთ მსგავსი ოპერაციული პროცედურა ონკოლოგთან კონსულტაციის გარეშე, მითუმეტეს დაივიწყეთ ეს მანიპულაციები სილამაზის სალონებში. ექიმმა შეიძლება აკრძალოს ლაქის მოცილება, ან პირიქით, საჭიროდ მიიჩნიოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ცუდი პროგნოზი თქვენი ქსოვილის ჰისტოლოგიური გამოკვლევის შემდეგ.
საქმე ის არის, რომ კანის ზედაპირზე განვითარებული მელანომა, იწყებს ჩაზრდას ქვეშმდებარე ქსოვილებში. მისი უჯრედები, ძალიან ავთვისებიანია, რაც განპირობებულია უჯრედებს შორის სუსტი მიზიდულობის ძალით. სიმსივნური უჯრედები ადვილად სცილდებიან ერთმანეთს და ამიტომ ლიმფური ან სისხლძარღვებით ადვილად ვრცელდებიან სხვადსხვა ორგანოებში (ღვიძლი, ტვინი, ფილტვები, გული), ანუ მეტასტაზირებენ.
დერმატოლოგმა ან კოსმეტოლოგმა შეიძლება ვერ ამოიცნოს მელანომა, ლაქის ან ხალის ლოკალურმა მოცილებამ, კი შეიძლება 10ჯერ დააჩქაროს მეტასტაზირების პროცესი, მაშინ, როცა პაციენტი ეჭვის დონეზეც არ არის საქმის კურსში.
სოლარიუმი უსაფრთხოა
"დარწმუნებული ვარ, რომ სოლარიუმი არ არის უფრო მავნე, ვიდრე მზე, და მე წავალ იქ, რათა შევინარჩუნო რუჯი მთელი წლის განმავლობაში."
სოლარიუმის მავნებლობა აშკარაა და დადასტურებულია და მისი საფრთხე აქტიურად განიხილება მსოფლიოში. "მელანომის მქონე ადამიანთა საქმის ისტორიების შესწავლის შემდეგ ბრიტანეთში სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ 24 წლამდე პაციენტების უმრავლესობა აქტიურად სტუმრობდა სოლარიუმებს. ამ კვლევის შედეგი იყო კანონი, რომელიც კრძალავს "ხელოვნური მზის" ხელმისაწვდომობას 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის. "დადასტურდა, რომ კანის კიბოს რისკი ორმაგდება იმ ადამიანებში, ვინც წელიწადის განმავლობაში 20ზე მეტჯერ სტუმრობს სოლარიუმებს“ - ამბობს ნიკოლაი პოოტაევი. "ამავე დროს, სპეციფიურად მელანომისთვის, რისკი იზრდება 22%ით, კუჭ-ნაწლავის კიბოს რისკი კი 78% -ით."
ამერიკის შეერთებულ შტატებში, სოლარიუმების ყველა აბონენტს სთხოვენ ხელმომწერებს, განაცხადონ უარი პრეტენზიაზე იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიშვება.
სიმსივნე შეიძლება განვითარდეს ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად, მაშინაც კი, თუ დასხივება მრავალი წლის წინ მოხდა. ბავშვები და ახალგაზრდები ხშირად იღებენ მზის აბაზანების ჭარბ დოზას, რამაც შეიძლება ათეული წლის შემდეგ იჩინოს თავი.
ამერიკული მეიო კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდა ქალებში (17-39 წლამდე) მელანომა ახლა 8-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე 70-იან წლებში. ასე რომ, ამაზე თვალის დახუჭვა არ ღირს.
პრევენციული ღონისძიებები
წაიკითხეთ - გახსოვდეთ:
1.თუ თქვენ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს (კანის ტიპზე დაფუძნებულს, დიდი რაოდენობით ლაქები, გენეტიკური მიდრეკილება: პაციენტთა 10% მელანომას აქვს დაავადების ოჯახური ისტორია), რეგულარულად მიაკითხეთ ონკოდერმატოლოგს, დაივიწყეთ ონკოლოგებისადმი ფობია.
2.თუ გაქვთ თანდაყოლილი ლაქა ან ისეთი ხალი, რომელსაც ხშირად ეხებით და იღიზიანებთ, მიკითხეთ ონკოლოგს და შემდეგ მოიცილეთ აღნიშნული.
3. მოიცილეთ ლაქა მხოლოდ ონკოლოგთან კონსულტაციის და ქსოვილის ჰისტომორფოლოგიური კვლევის შემდეგ, სანდო სამედიცინო დაწესებულებაში და არა სილამაზის სალონში.
4. რეგულარულად (კვირაში ერთხელ) ჩაიტარეთ თვითდათვალიერება - კარგად განათებულ ოთახში, დიდი სარკის წინ -რთული ადგილების შესასწავლად. დააკვირდით ნებისმიერი სახის ცვლილებას, რომელიც ეხება ხალს, პიგმენტურ ლაქას, შეამოწმეთ, ხომ არ გახდა ფერი გახდა არათანაბარი, ან შეიცვალა ზედაპირი, გაჩნდა სიწითლე გარშემო, გაიზარდა ზომა, შეიცვალა სიმკვივე, სტრუქტურა. ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.
5.არ გახვიდეთ მზეზე , 11-დან 16 საათამდე შუალედში (ეს არის კონსერვატიული სტანდარტი, მაგრამ ეს ყველაზე უსაფრთხოა). ყველაზე უვნებელი სხივები არის 9.00 დან 11.00 საათამდე და 17.00 საათიდან 19.00. მოერიდეთ მზეს იმ შემთხვევაში, თუ ხართ ფეხმძიმედ.
6.დაიფარეთ ტანსაცმლით. მის ფერსა და ხარისხზე ბევრია დამოკიდებული. ნატურალური ქსოვილი არ უშვებს გამოსხივების 1%ზე მეტს, როცა სინთეტიკა 20-25%ს შთანთქავს. ღია ფერის ტანსაცმელი ირიდებს სხივებს, როცა მუქი მაქსიმალურად მიიზიდავს ულტრაიისფერ სხივებს.