მედიკამენტებისა და საკვების საშიში კომბინაცია


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ალბათ ძალიან კარგად იცი, რომ არსებობენ წამალები, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ ვერ ეწყობიან და მათი ერთდროულად მიღება დაუშვებელია. მაგრამ იცოდი თუ არა, რომ მედიკამენტის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზეც, თუ რას ჭამ და რას სვამ დღის განმავლობაში?

გრეიფრუტი
ციტრუსის ამ სახეობას ძალიან ბევრი დადებითი თვისება გააჩნია, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ უარყოფითიც. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გრეიფრუტის წამლებთან ერთად მიღება სპეციალისთან კონსულტაციის გარეშე. ერთი ჭიქა გრეიფრუტის წვენს შეუძლია არსებითად შეაფერხოს ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწლავური ფერმენტების მოქმედება, რომლებიც ხელს უწყობს მრავალი მედიკამენტის შეთვისებას. დაიმახსოვრე, ის 50-ზე მეტ პრეპარატზე ახდენს უარყოფით გავლენას და რა იცი, რომ არ იმოქმედებს იმაზე, რომლის დალევასაც შენ აპირებ?

რძე
რძე და რძის პროდუქტები კალციუმის წყაროა. მათი მიღება ამაგრებს ძვლებს და აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. მაგრამ ზოგჯერ ასეთ პროდუქტებთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. რძის პროდუქტებში შემავალი კალციუმი და მაგნიუმი ბოჭავს ანტიბიოტიკების დიდ ნაწილს და თითქმის მთლიანად აფერხებს მათ შეწოვას. ამიტომ, სანამ რამე წამლის მიღებას დაიწყებ, გაარკვიე, უნდა ერიდო თუ არა რძეს.

შოკოლადი
ისინი, ვინც დიდი რაოდენობით შოკოლადს მიირთმევენ არიან მუდამ ამაღლებულ ხასიათზე, თავს გრძნობენ ყოველთვის ლარად და მხიარულად. ეს იმიტომ, რომ მას აღმგზნები ეფექტი აქვს. ერთი შეხედვით აქ ცუდი არაფერია, თუმცა თუ კი შენ იღებ დეპრესიის საკურნალო, დამამშვიდებელი ან თუნდაც საძილე მედიკამენტებს და თან არხეინად მიირთმევ შავ შოკოლადს, ჩათვალე, რომ აღნიშნული წამლები გინდ დაგილევია გინდ არა, მაინც არაეფექტური იქნება. ასე, რომ თუ კი დამშვიდება ან უბრალოდ გამოძინება გინდა, არც კი გაეკარო შოკოლადს!

ყავა
ისევე, როგორც შოკოლადს, ყავასაც აღმგზნები ეფექტი აქვს, რის გამოც ის ასუსტებს ანტიფსიქოზური პრეპარატების მოქმედებას. გარდა ამისა, ყავა რკინის მიღებისა და გამოყენების პროცესსაც აფერხებს. ასე, რომ გადამოწმების გარეშე შენს ყოველ დილას ფინჯანი ყავით ნუ დაიწყებ.

ალკოჰოლი
ალკოჰოლის მიღება წამლებს ნაკლებად ეფექტურს ან საერთოდ უსარგებლოს ხდის. მას ასევე შეუძლია, ზოგიერთი მედიკამენტის საჭიროზე მეტად გაძლიერება, რაც ძალიან ბევრ და საშიშ გვერდითი მოვლენას წარმოშობს. ვწუხხვართ, მაგმრამ ასეა. დალევა და მკურნალობა ერთდროულად ვერ გამოგივა.

ბროკოლი
თუ კი თრომბზე მკურნალობ და შესაბამის მედიკამენტებს იღებ, აუცილებლად აკონტროლე ის თუ, რა რაოდენობით იღებ ვიტამინ K-ს, რომელსაც ბროკოლი (ასევე სალათი, კომბოსტო...) დიდი რაოდენობით შეიცავს. ასეთი დიდი სიფრთხილის მიზეზი კი ისაა, რომ K ვიტამინი მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს სისხლის შედედების პროცესში.

ასე, რომ სანამ მკურნალობასა და მედიკამენტების მიღებას დაიწყებ, აუცილებლად გადაამოწმე, რისი ჭამა/დალევა შეგიძლია და რისი არა. გახსოვდეს, ჯანმრთელობას არ უყვარს არეულობა!

 

ასევე იხილეთ: მედიკამნეტების ანოტაციები

ასევე იხილეთ: მედიკამენტების ფასები