მედი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას შეუერთდა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

მედის კლინიკა შეუერთდა 9 ნოემბერს დაკავებულ ორთოპედ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის  მხარდასაჭერ, "თეთრი ხალათების" აქციას.

აქციას შეურთდა აკად. ფ. თოდუას, ჯოენის, ავერსისა და დ.ტატიშვილის სამედიცინო ცენტრებიც.

9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. სოფელ კოდისწყაროსმკვიდრები, რამაზ ზადიშვილი და ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხევის მკვიდრი დავითმიშელაშვილი ე.წ. სასამართლომ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მან დეფაქტო საზღვარი შეგნებულად გადაკვეთა.