„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები უკვე კისრის არეში განაკვეთის გარეშე ტარდება
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
პირველად საქართველოში „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით ქართველი ქირურგების მიერ შესრულებულ იქნა ენდოსკოპიური თირეოიდექტომია ტრანსაქსილარული მიდგომით. აღნიშნული ოპერაციის მეთოდo, რომელიც სულ ახლახანს დაინერგა „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“, გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთას იღლიის ფოსოდან მიდგომით ენდოსკოპიური აპარატის საშუალებით, ქირურგიული განაკვეთის გარეშე.
ეს ოპერაციები ხორციელდება ზოგადი გაუტკივარებით ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი პროცესების დროს. ოპერაციის შემდგომ პაციენტს არ აღენიშნება განაკვეთი კისრის არეში. ამავდროულად ინტრაოპერაციულად ტარდება შებრუნებული ნერვების მონიტორინგი, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ხმის ტემბრის ცვლილებას და ყლაპვის ფუნქციის მოშლას.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის ეს ინოვაციური მეთოდი ტარდება ულტრა თანამედროვე იაპონური ენდოსკოპიური აპარატურის გამოყენებით.
მიღებაზე ჩასაწერად გადმოდით ამ ბმულზე: მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში