მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდს კიდევ ერთი მაღალკვალიფიციური აბდომინური ქირურგი შემოუერთდა

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდს კიდევ ერთი მაღალკვალიფიციური ონკოლოგი, აბდომინური ქირურგი და ლაპარასკოპისტი, ბატონი ემზარ ნადირაძე შემოუერთდა. 

ბატონ ემზარს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავლილი აქვს გერმანიის და სამხრეთ კორეის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში, დღემდე მოღვაწეობს ყაზახეთის მრავალპროფილურ კლინიკაში ონკო-ქირურგად, სადაც სტაციონარულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ "მარდალეიშვილის სამედიცoნო ცენტრში" კუჭ-ნაწლავის ქირურგიული დაავადების მკურნალობა ტარდება როგორც ტრადიციული ღია მეთოდით, ასევე მინიმალურად ინვაზიური-ლაპაროსკოპული მეთოდით. ჩვენს კლინიკაში კუჭ-ნაწლავის ონკოქირურგიული დაავადების მკურნალობა ხდება თანამედროვე და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით (ძირითადად NCCN გაიდლაინების შესაბამისად). კლინიკის აბდომინური განყოფილება აღჭურვილია OLYMPUS-ის ბრენდის მაღალტექნოლოგიური ლაპარასკოპიული აპარატურით. 

 

მიღებაზე ჩასაწერად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: ემზარ ნადირაძე