მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმები სამედიცინო კონფერენციაზე
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
14-25 ივლისს, სასტუმრო "ოაზისში", "საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის" ორგანიზებით მე-18 პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია გაიმართა თემაზე "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები". ღონისძიების ფარგლებში მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმები წარსდგნენ მოხსენებებით შემდეგ თემებზე:
- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პოსტოპერაციული მართვის და მკურნალობის მენეჯმენტი
- თამარ მაკარიძე - მარდალეიშვილის სამედიცინო ცნეტრის სამეცნიერო დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ენდოკრინოლოგი, საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი.
- ინოვაციური მეთოდის (TT. TRACES) გამოყენება ონკო-გინეკოლოგიაში
- იგორ მარდალეიშვილი - მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკო-გინეკოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი, რეპროდუქტოლოგი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
- პრე და პარატრაქეალური მეტასტაზირების პროფილაქტიკა და მკურნალობა ხორხის იოგქვეშა კიბოს დროს
- ზურაბ დაბრუნდაშვილი - მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების დეპარტამენტის ონკო-ქირურგი.
კონფერენციის თავმჯდომარე გახლდათ კონსტანტინე მარდალეიშვილი - პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თსსუ-ს სტომატოლოგიური ფაკულტეტის პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
კლინიკის პროფილის სანახავად და ექიმებთან ჩასაწერად გადადით ლინკზე : მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი