მამა გულმოდგინედ აფიქსირებს ფოტოებზე აუტისტი შვილის ჩვევებს


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ფოტოგრაფმა ტიმოთი არჩიბალდმა თავისი აუტისტი შვილის ფოტოების გადაღება დაიწყო და ამით შეეცადა ბრძოლა გამოეცხადებინა საშინელი დიაგნოზისთვის. თუმცა, უბრალო დოკუმენტირება უფრო მეტი გახდა. ტიმოთიმ შეძლო არამარტო დაახლოებოდა შვილს მისი შინაგანი სამყაროს შესწავლის დახმარებით, არამედ მიეჩვია მეტი თავისუფლება მიეცა ბავშვისთვის ინიციატივის აღებისას და არ ეკონტროლებინა მისთვის ყველაფერი.  

 

 

 

5-წლის ელაიჯა ჩამოკიდებულია მექანიკურ საგნებზე. ერთი და იგივე მას ბევრჯერ უნდა გაუმეორონ. ბიჭუნა ძალიან ჩაკეტილია.

 

 

 

ყოველი კადრი, რომელსაც ტიმოთი იღებს, ასახავს ელაიჯას ჩვევებს და ქცევას, თუ როგორ ურთიერთქმედებს ბავშვი მის გარემოცვასთან და იმ ნივთებთან, რომლებთანაც შეხება აქვს.

 

 

«მე არასოდეს მინდოდა ელაიჯას ეფიქრა, რომ ის ნორმალურია. მე უბრალოდ მინდოდა, რომ მას მეტი ყურადღება გამოეჩინა საკუთარი თავის მიმართ, რათა შეძლებოდა საკუთარ თავში გარკვეულიყო. მე ვცდილობდი მიმეტანა ბავშვამდე ის რეალობა, რომ სხვებისნაირი არ არის და სწორედ ამაშია მისი უპირატესობა», — აცხადებს ბავშვის მამა.

 

ტიმოთის ფოტოპროექტი გახდა მისი წიგნის Echolilia-ს შემადგენელი ნაწილი.