მაკა ეგუტიძის (ექიმი, ონკო-ქირურგი, მამოლოგი) სტატია


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

  ხშირად ისმის კითხვა რადროს უნდა მივმართოთ მამოლოგოს.არ არის აუცილებელი მამოლოგთან ვიზიტი დავგეგმოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე შეგვაწუხებს.პირველ ეტაპზე ნებისმერმა ადამიანმა უნდა მოახდინოს თვით გასინჯვა. თვით გასინჯვის დროს ნებისმიერ უმნიშვნელო სხვაობაზე უნდა მივმართოთ სპეციალისტს. სხვაობა არის ნებისმიერი სახის წარმონაქმნის შემჩნევა, ვიზუალური სხვაობა .ჯამრთელმა ადამიანმა 6 თვეში უნდა ჩაიტაროს კვლევა პროფილაქტიკის მიზნით.რეკომენდებულია იმ პაციენტების სარძევე ჯირკვლლის კვლევა ვისაც აქვს ფარისებრის და გინეკოლოგიური პრობლემები, რადგან ეს სამი ორგანო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთან.  თვითგასინჯვა აუცილებლად უნდა მოხდეს ციკლის დამთავრების შემდეგ ბანაობის დროს. ხშირად ისმის კითხვა რა დროს ჯობია კვლევის ჩატარება და სპეციალისტთან ვიზიტის დაგეგმა.რეკომედირებულია ციკლის დამთავრების შემდგომ. გისურვებთ ჯამრთელობას. ნებისმიერი ადრე აღმოჩენილი დაავადება ექვემდებარება მკურნალობას ეს არის მედიკამნეტური თუ ქირურგიული ჩარევა.

  ქირურგიული ჩარევის შემდეგ ქალბატონებს აქვთ მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, რა დროსაც ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა. პაციენტს თავიდანვე უნდა აეხსნას და მიეწოდოს სწორად ნებისმიერი დიაგნოზი. პაციენტს კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.რა თქმა უნდა  რთულია  როცა ექიმი გაწვდის ინფორმაციას რომ ქორურგიული ჩარევა გჭირდებათ მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ვიცოდეთ, თუ, რატომ კეთდება ესა თუ ის მანიპულაცია და უნდა ვისწავლოთ თავიდან ცხოვრება ორგანოს გარეშეც, თუნდაც ისევ ისე უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი,როგორც მანამდე, ისევ ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ვცხოვრობდით. რთულია როცა კარგავ ორგანოს და შიშის გამო არ მივდივართ ხშირად ექიმთან, მაგრამ ჯობია შიში დაიძლიოს და ნებისმიერ ადრეულად აღმოცენილი დაავადების მკურნალობა უფრო ადვილია, ვიდრე დაგვიანებულ შემთხვევებში.არ არის არც ექიმისთვის ამ ყველაფრის ახსნა და გადმოცემა მარტივი, დამერწმუნეთ ექიმიც ადამიანია და ისიც განიცდის. როცა მივდივართ და ვცდილობთ რომ ექიმი დაგვეხმაროს თქვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. თქვენ რამდენად სწორად მიიღებთ, რამდენად ძლიერი შეხვდებით ამ ყველაფერს და რამდენად შეძლებთ დაეხმაროთ ექიმს, რომ მანაც შეძლოს თქვენი დახმარება. ადამიანები ცხოვრობენ ხელის და ფეხის გარეშე, მაგრამ ცხოვრობენ, ამიტომ უნდა მიიღოთ და შეიყვაროთ  თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ და შეეგუოთ და მიიღოთ ცხოვრების ახალი გამოწვევა. როგორც განეწყობით დაავადების მიმართ აბსოლიტურად ისე იქნება ყველაფერი. ბევრი რამ არის თქვენზე დამოკიდებული, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია განიცადოს და წარმოიდგინოს თქვენს ადგილას თავი ვისაც გავლილი აქვს. დამერწმუნეთ, არავისთვის არ არის ადვილი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება ახალი ცვლილებებით და თქვენ შეძლებთ რომ ყველაფერი გააკეთოთ და ისწავლოთ თავიდან...შიშით მხოლოდ დავაგვიანებთ სხვას ვერაფერს შევცვლით...