მონიტორინგისას კლინიკებში დარღვევები გამოიკვეთა
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 95 კლინიკა შემოწმდა და 38 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ.
ამ საკითხზე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ კაპანაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებში დაღვევები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. მონიტორინგი სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების მიხედვით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოწმდება ქვეყანაში რეგისტრირებული 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება.
თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება: ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრხოების საფუძველი.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით გატარდება ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე: 1000+ კლინიკა
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე: 5000+ ექიმი