ჯო ენის კლინიკაში ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრი შეიქმნება

ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე საქართველოში პირველი სპეციალიზებული ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრი შეიქმნება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 

პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში პირველი, სპეციალიზებული და ყოვლისმომცველი ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსება. 

პროგრამის მონაწილე ყველა ექსპერტის გადაწყვეტილებით, 2015 წელს პროექტის განმახორციელებელ ბაზად აირჩა ჯო ენის სამედიცინო ცენტრი. სწორედ, მისი ძლიერი ფუნდამენტის და ყველა მოთხოვნილი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შედეგად.

აღნიშნულ პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის დაწყება მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ფაზა დაფინანსებულია USAID - ის მიერ (USAID, Washington,DC) 700 000 დოლარის ოდენობით.
ამ ეტაპზე პროექტის ოფიციალური პარტნიორები არიან:

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, აშშ-ს საელჩო, იაპონიის საელჩო, დიპლომატიური კორპუსი,  საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, USAID -ის და Global Healing -ის საპატიო წარმომადგენლები,სამედიცინო საზოგადოება და ყველა არსებული პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

კლინიკის პროფილის სანახავად და ექიმებთან მიღებაზე ჩასაწერად გადადით ბმულზე: ჯო ენის სამედიცინო ცენტრი