ჯანმრთელობისთვის საზიანო შეცდომები, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებ


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

თუ შენი თავი გიყვარს და ჯანმრთელობასაც უფრთხილდები, რასაც ახლა წაიკითხავ მეორედ აღარ ქნა:


გაზების შეკავება
ამ ბუნებრივი საჭიროების დაუკმაყოფილებლობა დიდ ზეწოლას ახდენს მსხვილ ნაწლავზე და აირების დაგროვებას იწვევს. ეს ყველაფერი კი მუცლის არეში დისკომფორტს, „სავსე მუცლის“ შეგრძნებასა და ტკივილს იწვევს.

არ გეუბნები, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სახელით დაივიწყო სხვა ყველა. უბრალოდ გირჩევ, რომ თუ კი გაზები გაწუხებს დროა ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერო.


ჩირქოვანი გამონაყარის ე.წ."პრიშიკების" წვალება
რეალურად “პრიშიკები” ერთ-ერთი გენიალური რამაა ჩვენს სხეულზე. კანი მას წარმოქმნის, რათა ერთად მოაქციოს და არ მისცეს გავრცელების საშუალება ჩვენს კანზე არსებულ ბაქტერიებსა და სიბინძურეს. ხოლო, როდესაც შენ მათ წვალებას უწყებ, ერთად შეკრული ბუშტი სკდება და ეს ბაქტერიები კანის სხვა ტერიტორიებზე ხვდება, რის გამოც იწყებენ გამრავლებას და მთელს სახეზე გავრცელებას.

ვიცი, რთულია, როდესაც გიგანტური ჩირქის გროვას ხედავ, მაგრამ მისი განადგურებით უარესს გააკეთებ. დაელოდე სანამ თავისით არ გაქრება.

შეკავება
როდესაც საჭირო ოთახში არ შედიხარ და დიდი ხანი იკავებ იცოდე, რომ ამით სხვადასხვა ინფექციის გავრცელების რისკს ზრდი.


“რა იყო - ჩავარდი?!”
მეცნიერების აზრით უნიტაზე დიდხან ჯდომა იწვევს შეკრულობას, სისხლდენასა და დეფეკაციასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. ასე, რომ ნუ ჩავარდები!


ცხვირიდან თმების მოშორება
დაიმახსოვრე! ცხვირში თმები საჭიროა. სწორედ ეს თმები არ უშვებენ ყველა იმ ნაგავსა თუ ბაქტერიას, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მიიპარებოდნენ. ეს სულაც არ ნიშნავს ესთეტიკური ნაწილის უგულვებელყოფას. შეგიძლია ეს თმები მოიჭრა ისე, რომ სხვები ვეღარ ხედავდნენ. უბრალოდ, ნუ ამოიგლეჯ ძირიანად. ამით ცხვირში რჩება იარები, რომელშიც ნებისმიერი ინფექცია მარტივად ჩაძვრება.


ცხვირში თითი!
ისევე როგორც ცხვირიდან თმების მოშორება, თითის შეყოფაც სხვადასხვა ინფექციის განვითარების რისკს ზრდის.


თვალების სრესა
თვალებში ხელის ამოსმით უზარმაზარ ზეწოლას ახდენენ მათზე, რითიც შეიძლება დაიზიანო თვალის ბოჭკოვანი ნერვი, რქოვანა და ბადურაც კი. 

ჯანმრთელობა, გაზრდა, გახარება!
როგორც აღმოჩნდა, გაციებისას ხშირი დაცემინება სულაც არ არის კარგი. ასეთმა ქმედებამ შეიძლება ჰაიმორიტიც კი გამოიწვიოს. ასე, რომ ხშირ-ხშირად გაითავისუფლე ცხვირი ყველაფრისგან, რაც ჩამოგდის და აღარც დააცემინებ.

 

 

მონახეთ ექიმები:  5000+ ექიმი

მონახეთ კლინიკა: 1000+ კლინიკა