ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებელი მარტივი წესები


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ჯანმრთელობა - ადამიანის სიცოცხლისა და არსებობის უმთავრესი საკითხია და ამ კუთხით ყურადღების გამოჩენა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და დროულად რეაგირება, ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილებაა.

ამ სტატიაში წარმოგიდგენ უმარტივეს ტესტებს, რომლებიც სულ რამოდენიმე წუთს წაიღებს, შენ კი გეცოდინება რა სიტუაცია გაქვთჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ და შეძლებ დროულად მიმართო სათანადო სამედიცინო დაწესებულებას, თუკი ამის საჭიროება იქნება. ტესტი შემუშავებულია სხვადასხვა ქვეყნის ფიზიოლოგების მიერ.

ხერხემალი
ყოველგვარი გადაჭარებების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანმრთელი ხერხემალი ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველს წარმოადგენს. შეამოწმეთ რა მდგომარეობაში გაქვთ სხეულის ეს ნაწილი და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს.

გახსოვდეს, რომ ჯანმრთელი ხერხემალი, განსაკუთრებით კი მისი კისრის ნაწილი, გავლენას ახდენს თავის ტვინის სისხლით მომარაგების პროცესზე და შესაბამისად მის ფუნქციონირებაზეც.

გული
თავდაპირველად საჭიროა განსაზღვრო გულისცემის სიხშირე. ამისათვის 5 წუთი სიმშვიდეში უნდა დაჯდე და წყნარად იყო. შემდეგ ოთხი თითი დაიდე პულსზე. დაინიშნე საათზე ერთი წუთი და დაითვალე - ნორმა არის – 60-80 დარტყმა წუთში. თუ პულსი 60-ზე ნაკლებია — ეს ბრადიკარდიის ნიშანია, თუმცა სპროცმენებისთვის ის ნორმად ითვლება. თუ პულსი 80-ზე მეტია – ეს ტაქიკარდიის ნიშანია, თუმცა ასეთი სიხშირე შესაძლოა იყოს რეაქცია სტრესზე და გადაღლაზე. ამ შემთხვევაში, რეკომენდირებულია გადაამოწმო, როგორ იტანს შენი გული დატვირთვას, თუმცა ფრთხილად იყავი, თუ პულსი ძალიან ჩქარია, უმჯობესია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

გადამოწმების მიზნით შეგიძლია ასეთ რამ გააკეთოთ: 30 წამის მანძლზე გააკეთე 60 ბუქნი და უცბად გაიზომე პულსი. საშიში არაფერია, თუ პულსი მშვიდად ყოფნის დროს გაზომილი მაჩვენებლისგან დიდად არ განსხვავდება, ხოლო თუ სიხშირე გაზრდილია ¾-ით, ეს მიუთითებს შენი კარდიოსისტემის ამტანობის პრობლემებსა და გულის ფუნქციის დარღვევაზე. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია გამოკვლევის ჩატარება.

ფარისებრი ჯირკვალი
ჩვეულებრივ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას თან ახლავს ხელის თითების კანკალი, მაგრამ ადამიანი ამას პრაქტიკულად არასოდეს არ აქცევს ყურადღებას. ამ დარღვევის აღმოსაჩენად, საჭიროა თვალების დახუჭვა, ხელების წინ გაშვერა, თითების გაშლა და მათზე თხელი ქაღალდის ფურცლის დადება. თუ ფურცელი დაიწყებს მოძრაობას, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აუცილებლად გჭირდება ენდოკრინოლოგთან ვიზიტი.

სასუნთქი სისტემა
სუნთქვითი ტესტი ისეთივე ობიექტურია, როგორიც სხეულის ტემპერატურის გასინჯვა. ამასთან, ის გაცილებით უკეთ განსაზღვრავს თქვენი ჯანმრთელობის პოტენციალს, ვიდრე არტერიული წნევის მაჩვენებელი, თან წნევის გაზომვის პროცედურაზე მარტივია და არავითარი დამატებითი აპარატურის გამოყენებას არ მოითხოვს.

ენა
გაგიკვირდება და შენს ენას ბევრი რამ შეუძლია გითხრას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცვლილებები, რომლებიც მას ემართება, ექიმებს ეხმარება დაადგინონ არამარტო სტომატიტისა და კარიესის არსებობა, არამედ დროულად გამოავლინონ შინაგანი ორგანოების დაავადებებიც. ენით საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმებისას, უმჯობესია ტესტი დილით ჩაიტაროთ. ნორმალური მდგომარეობისას ენას აქვს ვარდისფერი, სუფთა და თანაბარი შეფერილობა, დასაშვებია თხელი თეთრი ფენის არსებობა.
თუ ენაზე თეთრი საფარი ჭარბია და სქელი ფენის სახით ვლინდება, ეს ხშირ შემთხვევაში გადატანილი ვირუსების ან გასტრიტის მაჩვენებელია. თუ ენაზე არსებული საფარი მოყვითალო-მოყავისფროა - ეს ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ცუდად ფუნქციონირების მაჩვენებელია. თუ ენა წითელია, და მასთან ერთად პირის კუთხეებიც - ეს მიუთითებს ორგანიზმში В ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას.

აი ასე, ამ უმარტივესი ტესტებით შეგიძლია აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენისათანავე მიმართო სპეციალისტს, რათა დროულად შეძლო გამოკვლევა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.

ჯანმრთელობის მოფრთხილება ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია. ნუ გადადებ ხვალისათვის, შეამოწმე დღეს, რომ „ხვალ“ არ იყოს გვიანი!