ჯანდაცვის პროგრამებზე ეროვნული გამოცდების ახალ მოდელი ამოქმედდება
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელი ამოქმედდება.
ეს საკითხი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განიხილეს.
სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხოური ენა
- ბიოლოგია
- მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს).
მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე 4 სავალდებულო საგანი განისაზღვრა შემდეგ პროფესიებზე:
- სტომატოლოგია
- მედიცინა
- საექთნო საქმე
- სამეანო საქმე
- ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
- ოკუპაციური თერაპია
- ფარმაცია
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა