ჯანდაცვის მინისტრი თბილისის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.

მხარეებმა იმსჯელეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და გამოწვევებზე. ასევე განიხილეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების მიმართულებები და სელექტიური კონტრაქტირების პირობები და გამოწვევები.

შეხვედრას 100-მდე კლინიკის წარმომადგენელი ესწრებოდა.