ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს - ელიზაბეთ რუდს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. 

“C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამა, იყო და რჩება ქვეყნის მთავარ მიმართულებად. ამერიკის მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ამ უნიკალური პროგრამის შექმნა, რომლითაც უკვე 60000-მდე ადამიანმა ისარგებლა და ამავდროულად პაციენტების განკურნების უმაღლეს მაჩვენებლებს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ, რათა სრულად მივაღწიოთ პროგრამის მთავარ მიზანს-ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას“- აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) აქტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც 3 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს მუშაობას ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების გაძლიერებისთვის, რაც პრიორიტეტია ქვეყნის სამედიცინო კადრების მომზადებისთვის.

შეხვედრის ბოლოს, ელიზაბეთ რუდმა დადებითად შეაფასა საქართველოს სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ ამერიკა თანამშრომლობის გასაგრძებლად მზადაა.