იწვევს თუ არა ზედმეტი წონა ორსულობისას პრეეკლამფსიას?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

 

რა არის პრეეკლამფსია?

პრეეკლამფიის შემთხვევაში ორსულობის ან მშობიარობის დროს პაციენტებს აწუხებთ ჰიპერტენზია და ამავდროულად იზრდება შარდში ცილების რაოდენობაც, ზოგიერთს უვარდება თრომბოციტები და ექმნება თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემები. პრეეკლამფსია ჩვეულებრივ ხდება ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში უფრო ადრეც შესაძლებელია პროცესის განვითარება ან თუნდაც მშობიარობის შემდგომ. პრეეკლამფსიის მძიმე ტიპია ეკლაფსია, რომლის დროსაც მაღალი არტერიული წნევა კუნჩხვებსაც კი იწვევს, ამ ჩივილების გამოხატვაც შესაძლებელია როგორც ორსულობის დროს, ასევე იშვიათად მშობიარობის შემდგომ. რიგორც ცნობილია, ორსული ქალების დაახლოებით 5%-ს ემართება პრეეკლამფსია.

 

რა იწვევს პრეეკლამფსია?

ჯერ-ჯერობით ექიმებს არ გამოუკვლევიათ პრეეკლამფსიის მთავარი მაპროვოცირებელი მიზეზი, თუმცა ზოგიერთ პოტენციურ საშიშროებას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ:

ასევე არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდის პრეეკლამფსიის განვითარების რისკს:

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს მეან-გინეკოლოგი საქმის კურსში ჩააყენოთ, რადგან პრეკლამფსიის ადრეული დიანგოზირების შემთხვევში სერიოზული გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია და ორსულობაც უფრო მშვიდად ჩაივლის. ზოგიერთი მომავალ დედებს პირველი ტრიმესტრის დროს ასპირინის მიღებას ურჩევს, რათა თავი დაიზღვიონ პრეეკლამფსიისგან, თუმცა სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე ყველანაირი მედიკამენტის მიღებას უნდა მოერიდოთ.

 

პრეეკლამფსიის სიმპტომები

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პრეეკლამფსიის დროს შესაძლოა არანაირი სიმპტომი არ აღგენიშნებოდეთ, თუმცა გარკვეულ ჩივილებს ყურადღება უნდა მიაქციოთ:

 

ექიმთან ვიზიტისას შესაძლოა, თქვენი წნევა იყოს 140/90-ზე ან უფრო მაღალიც. ასეთ დროს შარდისა და სისხლის ანალიზები ხშირად აჩვენებს თრომბოციტების დაბალ რაოდენობას და ცილებს შარდში. მკურნალობის ამ ეტაპზე სპეციალისტი ამოწმებს ნაყოფის მდგომარეობასაც, რათა გაზომოს თუ როგორ იცვლება გულის ცემა მოძარაობის დროს.

 

როგორ მკურნალობენ პრეეკლამფსიას?

პრეეკლამფსიის პროგრესირებას, უმეტეს შემთხვევაში, ხელს უშლის მშობიარობა და ნაყოფის დაბადება. თუ მესამე ტრიმესტრის 37-ე ან მეტ კვირაში ხართ, შესაძლოა ექიმმა მშობიარობა დააჩქაროს, რადგან ამ დროს ნაყოფი საკმარისად განვითარებულია და დაბადების შემთხვევაში დღენაკლულად არ მიიჩნევა. თუ 37-ე კვირამდე ჯერ არ მისულხართ, მშობიარობის დროის განსაზღვისათვის მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე დედისა და ნაყოფის მდგომარეობა.

ექიმმა შესაძლოა დანიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობაც, რაც დაგეხმარებათ არტერიული წნევის დარეგულირებასა და კრუნჩხვითი შეტევების თავიდან აცილებაში. სრულყოფილი მონიტორინგისთვის ზოგჯერ საჭიროა საავადმყოფოში მოთავსება. ნაყოფის ფილტვების სრაფად განვითარებისთვის ორსული იღებს ინტრავენურ პრეპარატებს არტერიული წნევისა და სტეროიდული ინექციების შესამცირებლად.

პრეეკლამფსიის დროს მკურნალობა მიმდინარეობს იმის მიხედვით, თუ რამდენად მძიმეა პაციენტის მდგომარეობა. ორსულობის დროს რაიმე პათოლოგიური ნიშნის ან სიმპტომის შემჩნევისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მეან-გინეკოლოგს.

 

მწვავე პრეეკლამფსიის ნიშნებია:

პრეეკლამფსიის გართულება იწვევს:

 

მშობიარობის შემდეგ პრეეკლამფსიის სიმპტომები, როგორც წესი, უნდა ჩაწყნარდეს. მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის თანახმად, ქალთა უმეტესობას ნორმალური წნევის მაჩვენებელი ურეგულირდებათ ბავშვის დაბადებიდან 48 საათის შემდგომ. ასევე დადგენილია, რომ რამდენიმე თვეში უმჯობესდება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციონირება. ზოგიერთ შემთხვევაში, არტერიულმა წნევამ მშობიარობიდან რამდენიმე დღეში შესაძლოა, კვლავ მოიმატოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტები ბავშვის გაჩენის შემდგომაც.