იწვევს თუ არა ანემიის განვითარებას რისკს მალარიით დაინფიცირება?


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

 

მალარია არის პარაზიტის მიერ გამოწვეული დაავადება, რომელიც ადამიანებზე ვრცელდება ინფიცირებული კოღოს ნაკბენის საშუალებით. ასეთ დროს, როგორც წესი, პაციენტი თავს ძალიან ცუდად გრძნობს, რადგან აწუხებს მაღალი ტემპერატურა და კანკალი. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერ კლიმატურ პირობებში ეს დაავადება იშვიათია, მალარიის ხშირი შემთხვევები ფიქსირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. ყოველწლიურად ამ ინფექციის გადამტანი 290 მილიონი ადამიანია, აქედან 400 000 ათასამდე პაციენტი სამწუხაროდ იღუპება. მსოფლიოს ჯანდაცვის პროგრამები ინფექციის შესამცირებლად სხვადასხვა ქვეყანაში ანაწილებს პრევენციულ მედიკამენტებსა და კოღოს ნაკბენისგან დასაცავ ინსექტიციდებით დამუშავებულ საწოლის ბადეებს. მართალია აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინაცია ხორციელდება, თუმცა მოგზაური ტურისტებისთვის აცრის საშუალება არ არსებობს. სამწუხაროა, მაგრამ მალარიის გადამტან ბევრ პარაზიტს აქვს გამძლეობა დაავადების საპრევენციოდ გამოყენებული მედიკამენტების მიმართ. მედიკოსები გვირჩევენ, რომ ინფექციების გადადების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობამდე ჩავიტაროთ გარკვეული გამოკვლევები და მეტ-ნაკლებად დავიცვათ თავი საწოლის ბადეებითა თუ ინსექტიციდებით.

 

სიმპტომები:

ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს მალარია, შესაძლოა, განუვითარდეს ციკლური შეტევები, რომლებიც ჩვეულებრივ იწყება კანკალითა და შემცივნებით, რასაც მოსდევს მარალი სიცხე, შემდგომში ოფლიანობით და ბოლოს ტემპერატურის მაჩვენებელი ისევ ნორმას უბრუდება. მალარიის სიმპტომების გამოვლენა, როგორც წესი, იწყება ინფიცირებული კოღოს ნაკბენიდან რამდენიმე კვირაში, ამასთან ზოგიერთი ტიპის პარაზიტს შეუძლია თქვენს სხეულში ერთ წლამდეც იძინოს.

თუ გაქვთ ცხელება მალარიის მაღალი რისკის მქონე რეგიონში მოგზაურობის ან ცხოვრების ისტორიის შემდეგ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ხოლო მწვავე სიმპტომების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

მიზეზები:

მალარიას იწვევს პაზმოდიუმის გვარის ერთუჯრედიანი პარაზიტი, რომელიც ადამიანებს ყველაზე ხშირად კოღოს ნაკბენის საშუალებით გადაეცემათ.

კოღოს გადაცემის ციკლი:

მწერი მალარიის გადამტანი ხდება დაავადებული ადამიანის სისხლის ამოწოვის შემდეგ

თუ მომავალში ეს კოღო გიკბენთ, შეუძლია მალარიის გამომწვევი პარაზიტები „გადმოგილოცოთ“

პარაზიტები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ღვიძლში გადადიან, სადაც ზოგიერთ მათგანს ერთ წლამდე მიძინებაც შეუძლია.

პარაზიტები მომწიფებისას ტოვებენ ღვიძლს და აინფიცირებენ სისხლის წითელ უჯრედებს. ასეთ დროს ჩვეულებრივ ადამიანებს უვითარდებათ მალარიის სიმპტომები

თუ არაინფიცირებული კოღო ციკლის ამ ეტაპზე გიკბენთ, უკვე ის გახდება მალარიის პარაზიტების გადამტანი და შეუძლია დაავადება გაავრცელოს უკვე სხვა ადამიანზე.

გადაცემის სხვა საშუალებები:

იმის გამო, რომ მალარიის გამომწვევი პარაზიტები გავლენას ახდენს სისხლის წითელ უჯრედებზე, ხალხს დაინფიცირება შეძლია მალარიის გადამტანი სისხლის ზემოქმედებით, მათ შორის:

 

რისკ ფაქტორები:

მალარიის განვითარების ყველაზე დიდი რისკფაქტორია დაავადებების გავრცელების არეალში ცხოვრება ან მოგზაურობა. ეს მოიცავს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებს:

რისკის დონე დამოკიდებულია მალარიის ადგილობრივ კონტროლზე, მაჩვენებლების სეზონურ ცვლილებებსა და სიფრთხილეზე კოღოს ნაკბენის თავიდან ასაცილებლად.

უფრო მძიმე დაავადების რისკები:

სერიოზული დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ არიან:

ბევრ ქვეყანაში, სადაც მალარიის მაღალი მაჩვენებელია, პრობლემა მწვავდება პროფელაქტიკური ზომების, სამედიცინო დახმარებისა და ინფორმაციის მიუწვდომლობის გამო.

 

 

გართულებები:

მალარიათი ინფიცირება შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს, თუ იგი გამოწვეულია პლაზმოდიუმის სახეიობით, რომელიც გავრცელებულია აფრიკაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მალარიით გარდაცვლილთა დაახლოებით 94% აფრიკაში მცხოვრები ადამიანები არიან, უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

მალარიით გამოწვეული სიკვდილიანობა ჩვეულებრივ უკავშირდება ერთ ან მეტ სერიოზულ გართულებას, მათ შორის:

თუ პარაზიტებით სავსე სისხლის უჯრედები ბლოკავს თავის ტვინში არსებულ მცირე ზომის სისხლძარღვებს, შესაძლოა ამან გამოიწვიოთ ტვინის შეშუპება ან სხვაგავარი დაზიანება. ცერებრალური მალარიის დროს პაციენტს უვითარდება კრუნჩხვები და კომა.

ფილტვებში დაგროვილი სითხე (ფილტვის შეშუპება) სუნთქვას ართულებს.

მალარიამ შესაძლოა, დააზიანოს თირკმელები ან ღვიძლი და გამოიწვიოს თუნდაც ელენთის გახეთქვა.

მალარიის დროს ზოგჯერ სისხლის წითელი უჯრედების საკმარისი რაოდენობის არარსებობის გამო ქსოვილებში ჟანგბადის საკმარისად მომარაგება ვერ ხერხდება.

მალარიის მძიმე ფორმები იწვევს სისხლში შაქრის დონის ჩემცირებას ანუ ჰიპოგლიკემიას, რამას შესაძლოა ადამიანი კომაში ჩააგდოს ან მისი გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს.

 

 

მალარიის ზოგიერთი სახეობა, როგორც წესი, იწვევს დაავადების მსუბუქი ფორმების წლობით გაგრძელებას. ექიმები გვირჩევენ, რომ თუ მიდიხართ ისეთ ადგილას, სადაც მალარია ხშირია, აუცილებლად უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები კოღოს ნაკბენის თავიდან ასაცილებლად. ზოგადად, მალარიის პრევენციისას გამოყენებული მედიკამენტები იგივე წამლებია, რომლებიც გამოიყენება დაავადების სამკურნალოდ. საინტერესოა, რომ ეს მწერი ყველაზე აქტიურად „ნადირობს“ შებინდებისას ან გათენებამდე. ამჟამად მკვლევარები მუშაობენ მალარიის თავიდან ასაცილებელ ვაქცინებზე, თუმცა ამჟამად დოზები ექსპერიმენტულია და არ არის დამტკიცებული საყოველთაო გამოყენებისთვის.

თუ ცხოვრობთ ან აპირებთ მოგზაურობას იმ ადგილებში, სადაც მალარია ხშირია, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები: