ინტერვიუ Möller's Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერ- მარიამ მოსიძესთან
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ინტერვიუ Möller's Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერ -მარიამ მოსიძესთან.
გამარჯობა მარიამ, გთხოვთ მოგვიყვეთ კომპანია Möller’s-ის შესახებ.
გამარჯობა, პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის.1854 წელს, ნორვეგიაში, ფარმაცევტმა პეტერ მიოლერმა ვირთევზას ღვიძლის ორთქლზე მსუბუქი დამუშავებით მიიღო უნიკალური ზეთი, რომელიც შეიცავს ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს და მასში შემავალ ბუნებრივ ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ. ფარმაცევტმა პიტერ მიოლერმა ეს ნორვეგიული ტრადიცია თაობების ჯანმრთელი ზრდისა და განვითარების საშუალებად აქცია. ვირთევზას ღვიძლის ზეთი არის ომეგა-3-ის ბუნებრივი წყარო, რომელიც მიიღება ნორვეგიის ყველაზე სუფთა და ცივ არქტიკულ წყლებში ლოფოტენსა და ვესტერლანში, ველურად მოპოვებული ვირთევზას ღვიძლისგან.
Möller’s-ის სიმბოლური მწვანე ბოთლი, რომელსაც პიტერ მიოლერი იყენებდა, თითქმის არ შეცვლილა მას შემდეგ, როცა იგი თავად ავსებდა ბოთლებს საკუთარი ხელით, რათა დარწმუნებულიყო საბოლოო პროდუქტის ხარისხსა და სანდოობაში.
Möller’s გაძლევთ გარანტიას, რომ პროდუქტი საღი და სუფთაა! Möller’s ყველა პროდუქტის ხარისხი ევროპის ფარმაკოპეისა და GOED-ის (DHA და EPA გლობალური ორგანიზაცია) მიერ დაწესებულ საკმაოდ მკაცრი კონტროლირების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ კომპანიის წარმოების რეგულაციები იმაზე გაცილებით მკაცრია, ვიდრე ზემოთ ხსენებული ორგანიზაციებისა. შესაბამისად, რეგულარული კონტროლის წყალობით Möller’s-ის პროდუქციის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას ევროპის კანონმდებლობა მოითხოვს.
Möller’s ბრენდი ფლობს MSC ეტიკეტს, რომელიც აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ თევზი მხოლოდ ველურად მოიპოვება ისეთ პირობებში და ისეთი რაოდენობით რომ წყალქვეშა ეკოსისტემას საფრთხე არ ემუქრება.
Möller’s მოეგა-3 ვირთევზას ღვიძლის ზეთი, ბრიუსელში არსებული გემოს საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ დაჯილდოვებული და აღიარებულია, როგორც საუკეთესო გემოს მქონე პროდუქტი. 2020 წელს შერეული ციტრუსის არომატმა მიიღო ორი ვარსკვლავი, ვაშლისა და ლიმონის არომატის მქონე ვირთევზას ღვიძლის ზეთებმა მიიღეს თითო-თითო ვარსკვლავი. გემრიელი, კარგად შეზავებული ლიმონის, ვაშლისა და შერეული ციტრუსის არომტები მიიღება ნატურალური ინგრედიენტებით, რაც მის ყოველდღიურად მიღებას მეტად სასიამოვნოს ხდის.
ალბათ ყველას აინტერესებს რა არის ომეგა 3 ?
EPA და DHA არის ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების გრძელი ჯაჭვი, რომელსაც აქვს სხვადასხვა დადასტურებული სასარგებლო გავლენა ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე.
EPA და DHA, სამშენებლო ბლოკების როლს ასრულებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტრუქტურაში; ამიტომ, მათი ერთობლიობა დადებით გავლენას ახდენს გულისა და სისხლძარღვთა ზოგად მდგომარეობაზე. DHA ცხიმოვანი მჟავები უნიკალურია თავის ტვინსა თუ მხედველობაზე დადებითი ზემოქმედების გამო.
რატომ უნდა მივიღოთ ომეგა 3 ?
თქვენს ორგანიზმში ყველა უჯრედს სჭირდება ომეგა 3, მაგრამ თქვენს ორგანიზმს არ შეუძლია მისი შექმნა დამოუკიდებლად, ამიტომ საჭიროა ომეგა 3 -ის მიღება საკვების ან დანამატების საშუალებით. ომეგა 3 შედის უჯრედულ გარსებში და ხელს უწყობს მათში სიგნალის ჯანსაღ გამტარიანობას, ასევე სხვა მექანიზმებს. ომეგა 3 განსაკუთრებით იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე თავის ტვინზე, გულსა და მხედველობაზე დადებითი ზემოქმედებით არის ცნობილი.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების შემადგენელი ელემენტები DHA და EPA უზრუნველყოფს სასიცოცხლო ფუნქციების უკეთ წარმართვას.
არსებობს ათასობით კვლევა, რომლებიც აჩვენებს ომეგა 3 -ის სარგებელს ჯანმრთელობაზე. სამეცნიერო თვალსაზრისით ომეგა 3 -ში შემავალ ელემენტებს ყველაზე მეტი სარგებელი მოაქვს იმუნური სისტემის, გულის, ტვინის, თვალისა და პრენატალური ჯანმრთელობისთვის.
რა განსხვავებაა თხევად ვირთევზას ღვიძლის ზეთსა და კაფსულირებულ ომეგა 3-ს შორის?
თხევადი ვირთევზას ღვიძლის ზეთი მიიღება ღვიძლის ორთქლზე დამუშავებთ, ხოლო კაფსულირებული ომეგა 3 იწარმოება მთლიანი თევზის დაწნეხვით, ისეთი თევზებისგან, როგორიცაა ანჩოუსი და სარდინი. კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ A და D ვიტამინი ბუნებრივად გვხვდება ვირთევზას ღვიძლის ზეთში, მცირე ზომის თევზის ცხიმს ეს ვიტამინები ემატება კაფსულების წარმოებისას. რაც მთავარია, ომეგა-3-ის აქტიური ნივთიერებები, ცხიმოვანი მჟავები DHA და EPA, გვხვდება როგორც თხევადი ვირთევზას ღვიძლის ზეთში, ასევე კაფსულებში. და სწორედ ამ
ნივთიერების ხარისხი და შემცველობა განსაზღვრავს პროდუქტის (თხევადი/კაფსულა) ხარისხსაც.
რატომ უნდა ავირჩიოთ Möller’s ომეგა 3 ?
Möller's უზრუნველყოფს ვირთევზას ღვიძლის ცხიმის მკაცრ და რეგულირებულ ხარისხის კონტროლს, წარმოების ყველა ეტაპზე. ამიტომ, Möller's პროდუქტები გამოირჩევა ტოქსინების მნიშვნელოვნად დაბალი დონით, ევროკავშირის დასაშვებ ლიმიტთან შედარებით. Möller's უნიკალური დისტილაციის მეთოდი ასევე უზრუნველყოფს თითოეული პროდუქტის ჟანგვის შემცირებას. ეს არის უმაღლესი ხარისხის სუფთა და ნატურალური პროდუქტი.
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს მაღალი ხარისხის ნატურალურ პროდუქტებს რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე: ჯანსაღი ზრდის, განვითარებისა თუ ჯანმრთელი სიბერისათვის, ფეხმძიმობისას, ბავშვობაში, თუ ზრდასრულ ასაკში.
დღეს ბაზარზე გვაქვს ვირთევზას ღვიძლის ზეთი (Cod liver oil) ლიმნის, ვაშლის ან ხილის არომატით.
ვირთევზას ღვიძლის ზეთი სასარგებლოა თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტმების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
მიღების წესი: ვირთევზას ღვიძლის ზეთის რეკომენდირებული დღიური დოზაა 5 მლ. ბავშვებსა და ზრდასრულებში. ზრდასრულებში, საჭიროებისამებრ, შესაძლოა დოზის გაორმაგება. მწარმოებლის რეკომენდაციით ვირთევზას ღვიძლის ზეთი უსაფრთხოდ შეიძლება იყოს გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ნატურალური გემო : ლიმონი, ვაშლი ან შერეული ხილი, ბოთლის მოცულობა 250 მლ
შემადგენლობა:5 მლ-ში
ვირთევზას ღვიძლის ზეთი 4,6 გ
მათ შორის:
ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3 - 1,2 გ
- DHA (დეკოქსაჰექსაენოლკის მჟავა)-0,5 გ
- EPA (ელკოსაპენტაენოლკის მჟავა) - 0,4 გ
ვიტამინი D - 10 μg – 400 Ul (200%*)
ვიტამინი A -250 μg – 833 Ul (31%*)
ვიტამინი E- 3 mg – 3,3 Ul (25%*)
https://www.facebook.com/Möllers-Georgia-114329730226721/
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი უკვე საქართველოშია!