ინციდენტი საავადმყოფოში - პაციენტმა ექიმს სასტიკად სცემა


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში, პაციენტმა ექიმს სასტიკად სცემა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პაციენტმა თავის ტკივილის ჩივილით მიმართა ექიმს და ნარკოტოკული საშუალება მოითხოვა. ექიმისგან უარის მიღების შემდეგ კი პაციენტი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ცემის შემდეგ, ექიმს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა და ამჟამად სტაციონარში მკურნალობს.

დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.