ჰენკელის მდგრადი განვითარების პროექტი სკოლებში


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

კომპანია „ჰენკელის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ სკოლებს და ჩაატარეს ლექცია თემაზე „მდგრადი განვითარება“.

რა არის მდგრადი განვითარება? 

ეს არის ახსნა, თუ რატომ არ უნდა მოჭრა ხეები, ან რატომ არ უნდა დახარჯო საჭიროზე მეტი წყალი, ელექტროენერგია და სხვა ბუნებრივი რესურსები, რათა არ ავნო გარემოს. ამ პრობლემების გადაჭრა იწყება ინდივიდუალური მიდგომითა და გარემოზე ზრუნვით.

 

გარემოს მდგრადი განვითარება და რესურსების მიზნობრივი ხარჯვა

 

კომპანია „ჰენკელი“ აწარმოებს სარეცხ და სახლის მოვლის საშუალებებს, კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს, ასევე წებოვან საშუალებებს. ამ სფეროში გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ეს პროდუქცია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს, ასევე მნიშვნელოვანია ამ პროდუქციის მოხმარების წესების ცოდნაც. ამრიგად, „ჰენკელისთვის“ მუდმივი საზრუნავია ისე გააუმჯობესოს პროდუქციის შეფუთვა-მოხმარება, რომ  ნაკლებად დაზიანდეს გარემო.

 

2007 წლიდან კომპანია „ჰენკელი“ მსოფლიოს მასშტაბით ატარებს შემეცნებით გაკვეთილებს დაწყებით კლასებში, რათა  თავისი ცოდნა გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებაზე პატარებს გაუზიაროს.

 

პროგრამის მთავარი კითხვებია:

 

 

„ჰენკელის“ თანამშრომლები, როგორც კეთილი ნების ელჩები, ესტუმრნენ დაწყებით კლასებს და აუხსნეს ბავშვებს მდგრადი განვითარებისა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა; სახალისო მასალითა და თამაშებით ბავშვებს ცოდნა გაუზიარეს.

 

წაახალისეთ  და მხარი დაუჭირეთ თქვენს შვილებს, რათა მათ იზრუნონ გარემოზე! ნება მიეცით მათ აგიხსნან, თუ როგორ და რაში შეუძლია თითოეულ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანოს წვლილი მდგრადი განვითარებისთვის.

თქვენც ჩაერთეთ და შედეგიც ნელ-ნელა გამოჩნდება.