გლაუკომა - თვალის მულტიფაქტორული ქრონიკული დაავადება


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

სტატისტიკური მონაცემების თანახმად მსოფლიოში 66 მილიონ ადამიანს აქვს თვალის დაავადება, რომელიც გლაუკომის სახელით არის ცნობილი.

მათგან 5 მილიონზე მეტი დაბრმავდა, საიდაც ჩანს, რომ სამუდამოდ დაბრმავების გამომწვევ დაავადებათა შორის გლაუკომა მესამე ადგილზე დგას. 

 

გლაუკომა თვალის მულტიფაქტორული ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც თვალშიგა წნევის პერიოდული ან მუდმივი მატება ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება მხედველობის ნერვის ბოჭკოები, ვითარდება ოპტიკური ნეიროპათია, რაც მხედველობის ფუნქციურ  დარღვევას და სრულ სიბრმავეს იწვევს.

 

გლაუკომას შეუძლია მხედველობის 90% ისე წაგართვათ, რომ ამის შესახებ არც კი იცოდეთ. იგი ნელნელა და თანდათანობით ისე ვითარდება, რომ ყოველგვარი სიმპტომის გარეშე იწვევს თვალისა და ტვინის დამაკავშირებელი ნერვის დაზიანებას.

 

გლაუკომასთან არანაირი კავშირი არა აქვს იმას სველი თვალი გაქვთ თუ მშრალი, გარკვევით ხედავთ თუ არა. შესაძლოა თვალთან დაკავშირებით არაფერს უჩიოდეთ, მაგრამ ამ დროს ძალიან სერიოზული ფორმის გლაუკომა გქონდეთ. 

 

თუ დედას ან მამას აქვს გლაუკომა 3-5 ჯერ მეტია რისკი, რომ თქვენც დაგემართო, თუ თქვენს დას ან ძმას აქვს მაშინ ამ შემთხვევაში რისკი 5- 7 ჯერ იზრდება.

 

ყოველწლიურად გაიარეთ თვალის შემოწმება, თუ 40 წელს გადაცილებული ხართ ან აღგენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რისკფაქტორი:

 

  1. ოჯახის რომელიმე წევრს აქვს გლაუკომა
  2. ახლომხედველი ხართ
  3. გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ათეროსკლეროზი ან ჰიპერტენზია
  4. გადატანილი გაქვთ თვალის ტრამვა
  5. რეგულარულად იყენებთ სტეროიდებს ან ასთმის სამკურნალო პრეპარატებს

 

მაშინაც კი როდესაც არავითარი რისკ-ფაქტორი არ აღგენიშნებათ  და 40 წლისაც არა ხართ გირჩევთ ყოველ 4 წელიწადში მაინც გამოიკვლიოთ თვალი გლაუკომაზე.

თუ 40 წელს გადაცილებული ხართ, შემოწმება ყოველ 2 წელიწადში უნდა ჩაიტაროთ.

 

ვინაიდან გლაუკომა თვალში შეუქცევად პროცესებს იწვევს და გლაუკომატოზური ოპერაცია არ ემსახურება მხედველობის აღდგენას ამიტომაა საჭირო 40 წელს გადაცილებულმა პირებმა წელიწადში ერთხელ გაიზომონ თვალშიგა წნევა.

თვალის გამოსაკვლევად რეგულარული სიარული დაგეხმარებათ, რომ დროულად მოხდეს გლაუკომის ნიშნების აღმოჩენა და შესაბამისი მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყება.

 

დროული და სათანადო მკურნალობით  შესაძლებელია გლაუკომით მიყენებული ზიანის მინიმუმდე დაყვანა.

 

სტატიის ავტორი: 

ოფთალმოლოგი, თამარ ცაბაძე