გაოფლიანდი მაგრამ არ აქოთდე...


Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139

ზაფხულობით ოფლის გამოყოფა კიდევ უფრო პრობლემატური ხდება ბევრი ადამიანისთვის, რომელსაც ის ჭარბი რაოდენობით გამოეყოფა. განსაკუთრებით, არაესთეტიკურია სველი ტანსაცმლის ტარება (იღლიის ზონა უფრო მეტად შესამჩნევი ხდება ასეთ დროს). თუმცა, მეორე მხრივ, ეს მეტყველებს კარგ თბორეგულაციაზე. მაგალითად, ვარჯიშის დროს პულსი გახშირებულია, ტემპერატურა იმატებს, სხეული ტენიანდება და გამოიყოფა ოფლი კანის ზედაპირზე. საუკეთესო გამოსავალია წყლის მიღება, რათა სხეულში სითხის ბალანსს აღდგეს.

 

ვერავინ იტყვის, რა ითვლება ნორმად ასეთ დროს. თუ განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა ოფლი, შესაძლებელია ჰიპერჰიდროზთან გვქონდეს საქმე, რომელიც განკურნებადია. ასეთ დროს ყავა, ალკოჰოლი, მწარე პროდუქტები უნდა გამოირიცხოს კვების რაციონიდან, რაც შეამცირებს ოფლის გამოდინებას.

 

უკვე დიდი ხანია, რაც სპორტულ ტანსაცმელს უფრო კომფორტულს ამზადებენ, რაც ხელს არ უშლის ოფლის გამოყოფას ორგანიზმიდან. ასეთ დროს თხელი ჯემპრი საუკეთესო გამოსავალია, უფრო მეტად ბუნებრივი ქსოვილი და ნაკლებად სინთეტიკა. მართალია, ეს ოფლის გამოყოფას არ შეწყვეტს, რაც ნორმალური პროცესია, თუმცა სუნს არ იწვევს.

 

როგორც წესი, ორგანიზმს 14 დღე სჭირდება აკლიმატიზაციისთვის და ახალი ამინდისთვის გადასაწყობად. თუმცა ბევრი რამ თავად გარემოებებზეა დამოკიდებული. ასე მაგალითად: მშრალ პირობებში (მაგალითად მთებში) უფრო ნაკლებ ოფლს გამოჰყოფს ორგანიზმი, მიუხედავად ტემპერატურისა.

 

თუმცა შესაძლებელია ოფლით დაცვარული სხეული სექსუალურად მიმზიდველადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ სხეულიდან სითხის გამოდინებისას, ის საუკეთესო ადგილია ბაქტერიებისთვის. აქედან მომდინარეობს კიდეც უსიამოვნო სუნი. ასეთ დროს კი ანტიპერსპირანტი კარგი გამოსავალია.