გამარჯობა! მე ექიმი ჰაუსი ვარ...
Notice: Undefined offset: 0 in /home/admin/web/tsamali.ge/public_html/amp/blog_full.php on line 139
ალბათ ყველას გახსოვთ მსოფლიოში ყველაზე ექსცენტრიკული ექიმი - ჰაუსი. მოდი ერთად გავიხსენოთ რამდენიმე საუკეთესო ფრაზა სერიალიდან:
- გამარჯობა! მე ექიმი ჰაუსი ვარ... და დიდი ხანია, ფსიქოპათი
- მაიგნორებთ? თუ ჩუმად ტკბებით ჩემი მომხიბვლელობით?
- ყოველთვის ასეთი სულელი ხართ, თუ დღეს განსაკუთრებული შემთხვევაა?
- მე მართალი ვარ, თუ... მე მართალი ვარ?- თქვენ ცოტა სრული ხართ. „ცოტა სრულში“ მე ვიგულისხმე, რომ ჭამით გასკდით, ლამის სიკვდილამდე...
- პაციენტი მოკვდა? თუ უნდა ვიმუშაო?
- ნუთუ ეს მგლურაა? ოცნებები ხდება!
- ვიზიარებ. დიდი ხანი იცოცხლებს და ყელში ამოგიყვანთ თავის თავს.
- უნდა გავიქცე... ბევრი ავადმყოფი მყავს. თუ ცოტა ავჩქარდები.. შეიძლება მოვახერხო მათგან გაქცევა.
- თქვენი ტვინი დაზიანებულია... მარადიული ბედნიერებისთვის ხართ განწირული.
- ფიცი ხომ დადე, რომ მაგარი იქნებოდი? შენი არ ვიცი და მე დავდე, როცა სხვა ყველა ჰიპოკრატეს ფიცს დებდა.
- შენ ორი ვარიანტი გაქვს – მეკამათო და მაინც გააკეთო ის, რაც გითხარი, ან უბრალოდ გააკეთო ის რაც გითხარი.
- ნუ იქნები ძუნწი – მიეცი ადამიანს მეორე შანსი. ნუ იქნები იდიოტი – არავითარ შემთხვევაში არ მისცე მესამე!
- ბევრი ცხოვრობს სექსის გარეშე, თუმცა მხოლოდ დაავადებულებს, მკვდრებსა და მატყუარებს არ სურთ ის.
- უნდა შევამოწმოთ პარაზიტებზე, ვირუსებზე, ბაქტერიებზე, რადიაციაზე, ტოქსინებზე, ქიმიკატებზე, პორნოსაიტის ვირუსებზე… მე ინტერნეტით დავკავდები, დანარჩენს თქვენ მიხედეთ!
- თუ ოდესმე ვიტყვი, რომ ბავშვები მინდა, მაშინვე ღვიძლში ჩამარტყი!
- მე პაციენტებს არ ვეკითხები რატომ ტყუიან. მე უბრალოდ ვხვდები, რომ ისინი იტყუებიან.
- პაციენტები ყოველთვის გვთხოვენ მტკიცებულებს. თუმცა ჩვენ აქ მანქანებს არ ვაკეთებთ და ამიტომ გარანტიების მიცემაც არ შეგვიძლია.
- მე ვრისკავ და ზოგჯერ პაციენტები იღუპებიან. მაგრამ უფრო მეტი პაციენტი დაიღუპება, თუ მე არ გავრისკავ.
- არასდროს ენდოთ ექიმებს!
რომელია შენი ფავორიტი?
ექიმების სანახავად გადადით ბმულზე : 5000+ ექიმი
კლინიკების სანახავად გადადით ბმულზე : 1000+ კლინიკა